ამბები, რომელთა შესახებაც არავინ გვიყვება; ალტერნატიული რეალობა, რომელიც ჩვენ გვერდით, ხელის ერთ გაწვდენაზეა, თუმცა კი უხილავი და გაუზიარებელი რჩება - "ტრანს ნარატივების" სახელწოდებით ტრანსგენდერი ადამიანების ისტორიები და თვალსაზრისები გავაერთიანეთ, რომლის პრეზენტაციაც მხოლოდ კრებულის წარდგენით არ შემოიფარგლება. "ტრანს ნარატივების" გაზიარების ერთ-ერთ ფორმად ინსტალაციას გთავაზობთ, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთთან მკითხველსა და ავტორს; გარდა ამისა, "ნორმატიულობის“ მიღმა არსებული ურთიერთობების/მიმართებების ვიზუალიზაცია თავისუფალ სივრცეს შეგიქმნით იმ უამრავი ვარიაციისათვის, რაც სექსუალობის სხვადასხვა ასპექტს შეიძლება ჰქონდეს სქესის, გენდერის, გენდერული თვითგამოხატვისა თუ სექსუალური ორიენტაციის თვალსაზრისით.
გვეწვიეთ 4 დეკემბერს, 19.00 საათზე Black & White Gallery-ში "ტრანს ნარატივების" პრეზენტაციასა და გამოფენის გახსნაზე; ინსტალაციის ნახვა კი საგამოფენო დარბაზში 7 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.