ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 4-11 მარტის პერიოდში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ შემდეგ ღონისძიებებზე დასასწრებად :
◀︎◉▶︎  ,,არაღიარებული ძალადობა“ - პუბლიკაციის პრეზენტაცია .
・როდის:4 მარტი. 
・სად: ვეგანური კაფე “კივი”. მის: მაჩაბლის ქ. # 6 
 ・დასაწყისი: 19:00 საათი
ვრცლად:http://bit.ly/2lOEQ8H 
 ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' (WISG) ახალი პუბლიკაციის - ,,არაღიარებული ძალადობა“ - პრეზენტაცია.  პუბლიკაციაში თავმოყრილი და გაანალიზებულია ქალთა მიმართ და გენდერის ნიშნით ძალადობის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც თავისი სპეციფიკის გამო უხილავი რჩება საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. 
მომხსენებელი: ქეთი ბახტაძე (იურისტი,“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
◀︎◉▶︎  “როზადან სიმონამდე”- ფილმების ფესტივალი.◀︎◉▶︎ 
・როდის:6-9 მარტი. 
・სად: კინოთეატრი “ამირანი”, მე-3 დარბაზი. მერაბ ・კოსტავას ქ # 36/1. 
・დასაწყისი: 19:00 საათი
8 მარტის კვირეულის ფარგლებში, WISG უკვე მეოთხე წელია ატარებს ფილმების ფესტივალს “როზადან სიმონამდე”.  წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენლ დოკუმენტურ ფილმებს ერთი თემა აერთიანებს - ქალები, რომლებიც იბრძვიან და ცვლიან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრებასაც და მნიშვნელოვანი სოციალური თუ კულტურული ცვლილებების აქტორები ხდებიან.  
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. 
◀︎◉▶︎ (ა)სექსუალური ქართველი ქალი-  საჯარო ლექცია.◀︎◉▶︎ 
・როდის:10 მარტი. 
・სად: სოციალური ბარი “გენერატორი 9.8” ათონელის ქ # 29.
・დასაწყისი: 19:00 საათი
ვრცლად: http://bit.ly/2lh2sRq 
როგორ აისახება ქართველი ქალის/დედის ასექსუალური ხატი საზოგადოების განწყობებზე ლესბოსელების მიმართ? რა გავლენა აქვს ამ პროცესებზე რელიგიის როლის ზრდას ნაციონალისტურ დისკურსში? 
მომხსენებელი: ეკატერინე აღდგომელაშვილი (მკვლევარი, მრჩეველი გენდერის საკითხებში, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”)
◀︎◉▶︎ პერფორმანსი, როგორც აქტივიზმის ფორმა◀︎◉▶︎ 
შეხვედრა გერმანელ არტისტთან მარეიკე ვენცელთან
წარმოდგენა ბავშვებისათვის “სახლობანა”
・როდის:შაბათს, 11 მარტს. 
・სად: ფრონტლაინ კლუბი.მის:ლადო ასათიანის ქ # 62 
・დასაწყისი: 17:00-18:00 საათი (შეხვედრა მარეიკე ვენცელთან)
18:30-20:00 წარმოდგენა „სახლობანა“  
მარეიკე ვენცელი ბერლინელი არტისტია, რომელიც. შეხვედრის პირველ ნაწილში ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე როგორც არტისტის და აქტივისტის პოზიციიდან. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მარეიკეს ახალ პროექტს - თეატრი ბავშვებისათვის “აიწონა-დაიწონა”, რომელიც შექმნილია ბერლინში არსებული საბავშვო თეატრის, GRIPS-ის მაგალითზე. ჯგუფი გამართავს წარმოდგენას ბავშვებისა და მოზრდილებისათვის “სახლობანა”, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებისა და ოჯახში ძალადობის თემაზეა შექმნილი.