“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი /WISG” იდენტობას სათემო ცენტრთან თანამშრომლობით მართავს შეხვედრას “ფემინისტური ხედვები პროსტიტუციის შესახებ”.
შეხვედრაზე განხილული იქნება ის ძირითადი ფემინისტური შეხედულებები, რომლებიც პროსტიტუციის შესახებ არსებობს.
მათ შორის ვისაუბრებთ ქართველი ფემინისტი ქალების ხედვებზე, რომელთაც პროსტიტუციის საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში დააყენეს.
შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას:
როგორ ხედავს ფემინიზმი პროსტიტუციას, როგორც ქალთა გაძლიერებას თუ როგორც პატრიარქალურ ჩაგვრას?