ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) "ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გთავაზობთ შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია ლბტ თემის წევრებისა და მხარდამჭერი ქალების გაძლიერება და ხილვადობის გაზრდა.
შაბათს, 28 ოქტომბერს 15:00 საათზე გიწვევთ „ახალგაზრდა მწვანეების" ოფისში (წინამძღვრიშვილის 49) მოხსენებაზე „ლესბოსური წინააღმდეგობის როლი ქვიარ და ფემინისტურ მოძრაობაში“.
მოხსენებისას შევეხებით სოციალური მოძრაობებიდან სხვადასხვა ჯგუფების გარიყვის პრობლემებს და ვისაუბრებთ მათი დაძლევის გზებზე. ასევე, განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: რა არის ქვიარ პოლიტიკა და ვის ეხება ის? როგორ მივაწვდინოთ ხმა მათ ვისთვისაც სრულიად „უცხოები“ ვართ? როგორ და სად ვეძებოთ მოკავშირეები?
მომხსენებელი : ნუკრი ტაბიძე