ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) "ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გთავაზობთ შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია ლბტ თემის წევრებისა და მხარდამჭერი ქალების გაძლიერება და ხილვადობის გაზრდა.
ორშაბათს, 6 ნოემბერს 19:00 საათზე გიწვევთ „ახალგაზრდა მწვანეების" ოფისში (წინამძღვრიშვილის 49) მოხსენებაზე „სექსიზმი და მიზოგინია: შეიძლება თუ არა ქალი იყოს სექსისტი კაცის მიმართ?“
მიზოგინია საუკუნეების განმავლობაში იკიდებდა ფეხს ყველა საზოგადოებაში და მას საკმაოდ მყარი ფესვები აქვს. პატრიარქალური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელია სექსიზმის მრავალი გამოვლინება, რომლებიც სისტემური და ისტორიული ჩაგვრის გამოვლინებაა. დღესდღეისობით, ხშირად ვდებთ ხოლმე ადამიანებს ბრალს სექსიზმსა და მიზოგონიაში. ამავე დროს, არსებობს აზრი, რომ ფემინისტები სექსისტები არიან კაცების მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩნდება შემდეგი კითხვები:
• მაინც რა არის სექსიზმი და მიზოგინია?
• სად და როგორ ვლინდება იგი?
• შეუძლია ქალს იყოს სექსისტი კაცების მიმართ?
• რატომ ვაპროტესტებთ ამ მოვლენას და რამდენადაა შესაძლებელი მისი დაძლევა?
მომხსენებელი : ალა პარუნოვა