ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) "ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გთავაზობთ შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია ლბტ თემის წევრებისა და მხარდამჭერი ქალების გაძლიერება და ხილვადობის გაზრდა.
21-ე საუკუნეში მედია განუსაზღვრელად დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ფორმით.
ხშირად სწორედ მედია გვევლინება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივების მთავარ აქტორად.
მიუხედავად ამისა, არსებობს მთელი რიგი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მედიის მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა.
WISG გიწვევთ ვორქშოპზე, რომელზეც გაეცნობით ორგანიზაციის მიერ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის გამოყენების პრაქტიკას.
ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკული დავალებების მეშვეობით, ისწავლოთ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მექანიზმების დამოუკიდებლად გამოყენება.
ვორქშოპს ჩაატარებს WISG-ის იურისტი, ქეთევან ბახტაძე