პარასკევს, 1 დეკემბერს, 19:30 საათზე, „ახალგაზრდა მწვანეების" ოფისში (წინამძღვრიშვილის 49), გიწვევთ მარი კურტანიძის მოხსენებაზე.
სილამაზის სტანდარტები ქალის დამორჩილების და ჩაგვრის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომლის საშუალებით მამაკაცები დომინანტურ პოზიციებს ინარჩუენებენ. ესთეტიური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება - ISAP მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 2016 წელს განხორციელებული პლასტიკური ოპერაციების 86.2% ქალებს ეკუთვნით, რაც 20,362,655 ოპერაციას შეადგენს.
შეუძლებელია არ დავინახოთ რამდენად უთანასწორო მდგომარეობაში აგდებს სილამაზის სტანდარტები ქალებს კაცებთან შედარებით.
მნიშვნელოვანია ქალებმა გავიაზროთ, რომ სილამაზის სტანდარტების არსებობას თავისი მიზნები აქვს. ჩვენი სისუსტე, დაბალი თვითშეფასება, არა მხოლოდ ბიზნესების მოგებაზეა გათვლილი, რადგან რაც უფრო მეტად დავეჭვდებით ჩვენს სილამაზეში, უფრო უკეთესად გაეყიდებათ პროდუქტი (პლასტიკური ქირურგია, ეპილაცია), არამედ, მისით განსაკუთრებით ხეირობს პატრიარქატი. იდეალის მიღწევის [მიუღწევლობის?] მცდელობაში ქალის მთელი ენერგია იხარჯება და შესაბამისად, მისი მიმართვა ხდება არა იქ, სადაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს, არამედ იქ, სადაც მისი ყოველი ინვესტიცია თავიდანვე განწირულია.
დისკუსია დაეთმობა როგორც პირადი გამოცდილების გაზიარებას, ასევე იმაზე მსჯელობას, თუ რით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ არსებულ რეალობას - სად არის გამოსავალი? რა ადგილი უნდა ეკავოს მას ჩვენი ფემინისტური ბრძოლის დღისწესრიგში, რა ფორმით და მეთოდებით შეგვიძლია მის მჩაგვრელ ბუნებასთან ბრძოლა?