„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ გიწვევთ ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაზე „(ვ)ნებები და უფლებები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღე-იანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები, შესრულებული სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო, ნახატი, კოლაჟი), რომლებიც სექსუალური უფლებების თემას სხვადასხვა კუთხით ინტერპრეტირებს:
რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა.
გამოფენა გაიხსნება 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, სადაც ასევე დავაჯილდოვებთ ჟიურის მიერ გამოვლენილ 3 გამარჯვებულ არტისტს.
გამოფენა გაგრძელდება 9 დეკემბერს 21:00 საათამდე.