search close
picture ღონისძიება

(პოსტ)საბჭოთა სექსუალობების თეორიზება | ვორქშოფი

გამართვის თარიღი : 7 მარტი 2020

(პოსტ) საბჭოთა სექსუალობის თეორიზება: ქვიარ საარქივო სამუშაო და ფილმის გადაღება, როგორც კვლევის იარაღი.

ვორქშოფი გთავაზობთ სექსუალობაზე რეფლექსიათა სერიებს ქვიარ ფემინისტური პერსპექტივიდან. რას ნიშნავს ის, რომ სექსუალობა ყოველთვის არ არსებობდა? როგორი წვლილი შეიტანა ადრეულმა ეთნოგრაფიულმა კვლევამ მე-19 საუკუნის ნაციონალისტური ნარატივების ფორმირებაში, რომლის ხელახალი აქტუალიზება ხდება დღეს ჩვენს რეგიონში, ნეო-ტრადიციონალისტური მითოლოგიის ნაწილად? როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ნაციონალისტურ რეაგირებას, ისე, რომ ხელახლა არ ვაწარმოოთ თავდაცვითი ლოგიკა "მე ასეთად დავიბადე"? როგორ შეიძლება ვიფიქროთ ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე თანამედროვე ლგბტქი იდენტობების პოლიტიკის და დასავლური კოლონიალური მზერის მიღმა?
ვნახავთ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს და საარქივო მასალებს მე-20 საუკუნის ადრეული და შუა პერიოდებიდან და განვიხილავთ, თუ რისი შეთავაზება შეუძლია არქივის კვლევას აქტივიზმისა და პოლიტიკური ორგანიზებისთვის.

ვორქშოფი ტარდება ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" ფარგლებში და მას გაუძღვება გალინა იარმანოვა.

*გალინა იარმანოვა ასწავლის ფემინისტურ და ქვიარ თეორიას კიევი-მოილა აკადემიის სოციოლოგიის დეპარტამენტში.
გალინა იყო უკრაინული ფემინისტური ჯგუფის Feminist Ofenzyva-ს წევრი და ხელმძღვანელობდა კოლექტიურ კვლევით პროექტებს ქვიარ კავშირებსა და რელიგიურ მემარჯვენე ორგანიზებაზე უკრაინაში. მოკლე კვლევითი ფილმი "მშვენიერი წლები" მისი ერთერთი უკანასკნელი ნამუშევარია, რომელზეც ძვირფას მეგობართან და ამხანაგთან, სვეტლანა შიმკოსთან ერთად იმუშავა.

ფილმს ვაჩვენებთ ფესტივალზე From Rosa to Simone | Feminist Film Festival 2020. სრული პროგრამა იხილეთ ღონისძიების ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 მარტი

shorturl.at/zIJNS

**სამუშაო ენა იქნება ინგლისური. საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ქართულ თარგმანს
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG)