search close
picture ღონისძიება

კოალიცია თანასწორობისთვის | 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობის შესახებ

გამართვის თარიღი : 15 მაისი 2020

15 მაისს, 14:00 საათზე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, წარმოგიდგენთ „კოალიცია თანასწორობისთვის“ 2019 წლის ანგარიშის ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ნაწილის პრეზენტაციას.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ რიგით მეოთხე, 2019 წლის ანგარიშში - "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში", მოცემულია 2019 წელს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული სურათი (ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:

http://www.equalitycoalition.ge/article/51?fbclid=IwAR0E6vHdK4BBY9MpxQw8w6cPBH5_6Th6D-S0DEJWUL5lDFWWLlDLZPfFwRo).

ანგარიშის ერთი თავი ეძღვნება ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას. პრეზენტაციაზე მიმოხილული იქნება 2019 წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენა ლგბტქი ადამიანებზე, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა” და “თანასწორობის მოძრაობის” მიერ წარმოებული სტრატეგიული საქმეები, ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და მიღწევები.

მომხსენებლები:

ლიკა ჯალაღანია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მოდერატორი;

ქეთი ბახტაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

სალომე გურგენიძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

ანა აფციაური, თანასწორობის მოძრაობა;

მიხეილ მეფარიშვილი, თანასწორობის მოძრაობა.

ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.