რა გავლენას ახდენს ჰომოფობიის საკითხებით პოლიტიკური სპეკულაცია ჯგუფის ხილვადობისა თუ ჰომოფობიის დაძლევის სტრატეგიებზე? როგორ გამოიყენება ჰომოფობია/ჰომოფილია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და საკუთარი თუ ოპონენტის პოლიტიკური იდენტობების შესაქმნელად? არის თუ არა გეოპოლიტიკური ორიენტაცია ჰომოფობიის განმსაზღვრელი და პირიქით? შეიძლება თუ არა უფლებრივი თანასწორობისთვის ბრძოლა და ქვიარ მოძრაობა დაცლილი იყოს პოლიტიკური იდეოლოგიისაგან? ამ საკითხებზე სასაუბროდ, დღეს, 20:00 საათზე, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) გიწვევთ ონლაინ დისკუსიაზე თამარ ცხადაძის, გიორგი მაისურაძის და ეკა აღდგომელაშვილის მონაწილეობით.
დისკუსიას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ონლაინ, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ფეისბუქ გვერდზე.