✹ 30-31 მარტს და 1 აპრილს გიწვევთ გამოფენასა და ვიდეო-ინსტალაციაზე "ტრანს ნარატივები: არაბინარული ამბები" - ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღის აღსანიშნავად.
✹ პროექტი "ტრანს ნარატივები" 2016 წელს კრებულის სახით დაიბადა. თანდათან, ტრადიციული სივრცეებიდან განდევნილი პერსონალური ისტორიების მოყოლის სურვილმა, გამოხატვის ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო და მოძრავი კედლისა და ვიდეო-ინსტალაციის ფორმა შეიძინა, შევიწროვებული სიჩუმიდან - ტექსტურ, ხმოვან და ვიზუალურ მასალად იქცა და იმედს ბადებს, რომ მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან ფორმებში ტრანსფორმირდება.
✹ 31 მარტს, ტრანსხილვადობის დღეს, 17:00 საათზე, ნარატივების თემას შეეხება ნარგიზა არჯევანიძის ლექციაც: "ნარატივი, როგორც გამოცდილების გამოცდილება: პირადი ისტორიიდან პოლიტიკურ აქტამდე".
✹"მოხსენება შეეხება 80-იანი წლებიდან ნარატივის, ცხოვრებისეული, პირადი ამბის გადმოცემის სხვადასხვა ჟანრის მიმართ მზარდ ინტერესს და ამის მიზეზებს, როგორც აკადემიაში, ისე მის გარეთ, ე.წ. ნარატივისკენ შემობრუნებას (“narrative turn”) განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში, რაც ინტელექტუალური, სოციალური, კულტურული ცვლილებების და განსაკუთრებით კი რეპრეზენტაციის კრიზისს უკავშირდებოდა.
✹გამოფენის გახსნა 30 მარტი - 17:00
✹დახურვა 1 აპრილი - 17:00
✹ტრანსნარატივების კრებული