ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ყოველდღიური რუტინების ქალაქი, ყოველდღიური ქუჩების და ცხოვრების განმეორებადი ადგილების. ვფიქრობთ, რომ ამ ადგილებს ვიცნობთ კარგად და სხვებისგანაც მოველით, რომ ისინიც ისე ხედავენ, განიცდიან და ცხოვრობენ ამ ადგილებს, როგორც ჩვენ, მაგრამ პერსპექტივები განსხვავებულია. ქალაქი სავსეა წინაამდეგობრივი გამოცდილებებით და მასში მცხოვრებთა ნაკვალევებით.
ტრანს აუდიო გასეირნების 4 გიდი გაგიძღვებათ დადგენილ მარშრუტზე, ქალაქის ერთ ნაწილში. თქვენ მათ მოუსმენთ, მაგრამ ვერ დაინახავთ, ისევე, როგორც ხშირად თქვენთვის უხილავია მათი ცხოვრება და ბრძოლა.
ეს არ არის გასეირნება ქალაქის იდუმალი ადგილების აღმოსაჩენად, ეს არის მცდელობა დათმო საკუთარი ხედვები და სურათ-ხატები, და მიყვე სხვის თხრობას, რომ დაინახო, რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა ქალაქის რუკაზე შენ მიერ მონიშნული ნაცნობი ადგილები სხვებისას, რას იხსენებ შენ ამ ადგილების შესახებ, რომლებზეც ისინი საკუთარი ცხოვრებიდან გიყვებიან, რამდენად გავს ჩვენ მიერ შედგენილი ქალაქის რუკები ერთმანეთს?
*ტრანს აუდიო გასეირნებაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა, 21 ნოემბრის 18:00 საათამდე და დაელოდეთ შეტყობინებას მეილზე.
shorturl.at/lACV2
shorturl.at/lACV2
*აუდიო გასეირნებისთვის საჭიროა თან გქონდეთ:
დატენილი მობილური ტელეფონი, QR კოდის წამკითხველი აპლიკაცია და ყურსასმენები.
ადგილზე გიდისგან მიიღებთ რუკას და აუდიო ფაილებს, რომელსაც მარშრუტის გავლისას მოუსმენთ.
დატენილი მობილური ტელეფონი, QR კოდის წამკითხველი აპლიკაცია და ყურსასმენები.
ადგილზე გიდისგან მიიღებთ რუკას და აუდიო ფაილებს, რომელსაც მარშრუტის გავლისას მოუსმენთ.
მარშრუტის ბოლო პუნქტია სამაიას ბაღი, სადაც წამოგიდგენთ ფოტოგრაფ მანო სვანიძის გამოფენას "ხუთი წამის წესი" და ანიმაციური ფილმების ციკლიდან "ქამრიან სონას", რომელიც WISG-მა "აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია ლგბტ + თანასწორობისათვის" რეგიონული კამპანიისთვის მოამზადა.
იხილეთ დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/407303190488977
იხილეთ დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/407303190488977
ტრანს აუდიო გასეირნება არტისტ მარეიკე ვენცელის იდეაა. მონაწილე ტრასნგენდერი ქალები აუდიო გიდობას უწევენ მარშრუტს, რომლის გავლისას ხდება რუკაზე იმ ადგილების მონიშვნა, რომლებიც ქალაქში ტრანს ისტორიას ინახავს და ადგენს. ტრანს აუდიო გასეირნება მარეიკე ვენცელის და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) კიდევ ერთი კოლაბორაციული პროექტია, რომელიც ეძღვნება ტრანსი* ადამიანების ხსოვნას საქართველოში და მსოფლიოში.
იდეა და კონცეფცია: მარეიკე ვენცელი.
მონაწილეობენ: გაბი, იულია, ნატა, თაკო და ვოვა.
პროექტის კოორდინატორი: ნატალია მჭედლიშვილი.
ხმის დიზაინი: ანა ჯიქია.
ინტერვიუები მოამზადეს: ნინო კალანდიამ, ნინო ხარჩილავამ, მარეიკე ვენცელმა.
სიმღერების ავტორი: ვოვა.
განსაკუთრებული მადლობა ეკატერინე გეჯაძეს და ნინო გოგუას.
პროექტი: "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"(WISG)