search close
picture ღონისძიება

პანელ-დისკუსია: ლბტ უფლებადამცველი ქალების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მათ მიმართ ჩადენილი სისტემური დანაშაულები

გამართვის თარიღი : 29 ნოემბერი 2020

29 ნოემბერს, ქალ უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ პანელ-დისკუსიაზე, რომლის მიზანია ფართო აუდიტორიას გააცნოს ლბტ უფლებადაცვით ორგანიზებაში ჩართული ქალების საქმიანობისთვის არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, მიმოიხილოს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მომხდარი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სისტემური დანაშაულების ფაქტები, გააზიაროს უფლებადამცველთა ინივიდუალური და კოლექტიური ცოდნა სოლიდარობისა და წინააღმდეგობის გამოცდილებების შესახებ, რომლებიც ფემინისტური და ქვიარ მოძრაობის თანაკვეთაზე ვითარდება.
პანელ-დისკუსიის თემას საფუძვლად დაედო 2020 წლის 8 ოქტომბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ. 2009 წელს ლბტ უფლებადამცველთა და თემის წევრთა მიმართ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული პოლიციური მიზოგინიისა და ჰომოფობიის მანიფესტური მაგალითი იყო, თუმცა, საქართველოს პროკურატურას, მიუხედავად შეტანილი საჩივრისა და განმეორებითი მიმართვებისა, საქმისთვის მსვლელობა 10 წლის განმავლობაში არ მიუცია.
გადაწყვეტილების პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობის ფონზე, გავაანალიზებთ ლბტ უფლებადამცველ ქალთა მიმართ ჩადენილ სხვა სისტემურ დანაშაულებს, უფლებადაცვით საქმიანობაში ხელის შეშლის და სახელმწიფოს მხრიდან მათზე რეაგირების პრობლემებს, პირადი და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებს, სტრატეგიებს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და კლერიკალური, ულტრამემარჯვენე, თუ სხვადასხვა იდეოლოგიური ჯგუფის მიერ მობილიზებული სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
მომხსენებლები:
ეკა აღდგომელაშვილი - გამგეობის წევრი, WISG
ქეთი ბახტაძე - სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, WISG
ნათია გვიანიშვილი - RFSU
ალა პარუნოვა - თანასწორობის მოძრაობა
ანანო სურმავა - იდენტობა იუს
ეკატერინე სხილაძე - სახალხო დამცველის მოადგილე
ეკა წერეთელი - დირექტორი, WISG
თინათინ ჯაფარიძე - გამგეობის წევრი, WISG
მოდერაცია:
ნათან გულიაშვილი - მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, WISG
პანელ-დისკუსია გაიმართება ონლაინ და პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე. დისკუსიის მეორე ნაწილში მაყურებელს საშუალება ექნება კითხვებით მიმართოს პანელის მომხსენებლებს.
პანელ-დისკუსია იმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

განახლება:
იხილეთ პანელ-დისკუსიის ჩანაწერი