search close
picture ღონისძიება

ლგბტქი თემის შესახებ ახალი კვლევების წარდგენა

გამართვის თარიღი : 6 მაისი 2022

 6 მაისი, 10:00 საათი, „ფაბრიკა“ (ნინოშვილის ქ. 8, თბილისი) — ახალი კვლევების წარდგენა ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
კვლევები განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ გაეროსა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
კვლევების წარდგენას დაესწრებიან:
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტივისტები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ნინო ნატროშვილი, UN Women, 595 356468, nino.natroshvili@unwomen.org
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
- სალომე ბენიძე, UNFPA, 577 211300, benidze@unfpa.org