search close
picture ღონისძიება

ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა

გამართვის თარიღი : 23 ივლისი 2022 - 28 ივლისი 2022

ვიწყებთ განაცხადების მიღებას ქვიარ-ფემინისტურ საზაფხულო სკოლაში!

თანასწორობის მოძრაობისა (EM) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)  თანაორგანიზებით წარმოგიდგენთ საზაფხულო სკოლის პროგრამას, რომელიც შედგენილია მოწვეული გენდერის, სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებისა და სპეციალისტების, და ქვიარ და ფემინისტურ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტების და ავტორების მიერ.


ინტენსიური 5 დღიანი პროგრამა შედგება 2 ნაწილისგან და მოიცავს შემდეგ საკითხებზე ცოდნის გაზიარებას და მსჯელობას:


I ნაწილი: ქვიარ-ფემინისტური აზრი

  • ფემინისტური და ქვიარ თეორიის საფუძვლები

  • ფემინიზმის ტალღები, მნიშვნელოვანი ფემინისტური და ქვიარ მოძრაობები

  • ქვიარ-ფემინისტური მემარცხენე აზრი, დეკოლონიური/პოსტკოლონიური ხედვა 

  • საქართველოში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების განვითარება და პოლიტიკა


II ნაწილი: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (SRHR)

  • ფემინისტური პერსპექტივა SRHR-ზე

  • სხეულის აგებულება, მენსტრუაცია და სტიგმა

  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თვითზრუნვის პრაქტიკები


საზაფხულო სკოლის პროგრამა განსაზღვრულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საბაზისო ცოდნა მიიღოს ქვიარ და ფემინისტურ თეორიების და მოძრაობების შესახებ, და სურს აქტივიზმის და ადვოკატირების გზით ჩაერთოს ემანსიპატორული პოლიტიკის შექმნაში.


განაცხადის გამოსაგზავნად, გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 20 ივნისის 23:00 საათამდე

https://forms.gle/j3PK3NwqNxTeYGRo9


ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლის თარიღები: 23-28 ივლისი

ადგილი: ბაკურიანი


საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 20 ადამიანი.


მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები: 

  • ასაკი: 18-30

  • მაღალი ინტერესი ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ

  • ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმში ჩართულობის მოტივაცია


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული ან/და დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: info@equality.ge  / info@wisg.org