search close
picture ღონისძიება

ტრანს საკითხებზე მომზადებული პოლიტიკის ახალი დოკუმენტების პრეზენტაცია

გამართვის თარიღი : 6 ივნისი 2022

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისებისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე მომზადებული პოლიტიკის ახალი დოკუმენტების პრეზენტაციაზე.

პოლიტიკის დოკუმენტები შეიქმნა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვიარ და ფემინისტი აქტივისტებისთვის, სტუდენტებისთვის, გენდერისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისა და ტრანს თემის მოკავშირეებისთვის.

დოკუმენტები დაინტერესებულ ჯგუფებს დაეხმარება გენდერის სამართლებრივი აღიარების ადვოკატირებაში, ასევე ტრანს თემისა და მოკავშირეების მობილიზებაში ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის პროგრამების საჭიროება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

პოლიტიკის დოკუმენტები გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებების საქმიანობას აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.

შეხვედრის დღის წესრიგი დოკუმენტების პრეზენტაციასთან ერთად, მოხსენებებსა და დისკუსიას ითვალისწინებს.


თარიღი და დრო: 6 ივნისი, 2022 16:00-18:00

ლი:ო მი (გ ოლის ქ.8-10, ლი)

სამუშაო ენა: ქართული (ინგლისურად სინქრონული თარგმანით)