search close
picture ღონისძიება

ფემინისტური ფილმების ფესტივალი “როზადან სიმონამდე” 2024 ~ უცხო სხეულები, ქვიარ ჰორორი

გამართვის თარიღი : 8 მარტი 2024 - 10 მარტი 2024

ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე" 2024 წელს 8/9/10 მარტს Mutant Radio-ში გაიმართება. ფილმები და დისკუსიები "უცხო სხეულებისა" და ქვიარ ჰორორის ირგვლივ გაერთიანდება. 


საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ ვიხსენებთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ამ მოცემულობაში, ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაცია თავზარდამცემი და განმათავისუფლებელია.

ფესტივალში კრისტალიზებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებასა, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს— რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ?

ამ კითხვების გაშუალედებისას იბადებიან უტრირებული ფიქციები და თავს იყრიან ანიმაციაში, ბოდი ჰორორში, გლითერქორში, ციფრულ ინსტალაციაში, ფოტოგრაფიასა და მიუზიკლში. წლევანდელი ფესტივალის ეკრანი ასე ააშკარავებს საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ სურვილებსა და ბრაზს. გადაადნობს მათ, რომ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ.

ასე და ამგვარად, 2024 წლის ‘როზადან სიმონამდე’ სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმობა.


დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფესტივალის მეგობარ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს - RFSL / Global Fund For Women / DOCA / Imcine / Mutant Radio / Distributed by Cinenova და ელე გარუჩავას. 


შერჩეული ფილმების დეტალური აღწერები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://femfilmfest.wisg.org/ka


2024 წლის პროგრამა:


8 მარტი

ანიმაციების დღე/ალები, ქალები, გრძნეულები, ქალღმერთები


18:00 ფესტივალის გახსნა და მისალმება

18:20 ანიმაცია Სამძივარი

(Wisg, 2024, 4' საქართველო)

18:25 მცირე მოხსენება ანიმაციაზე

18:50-19:30 მოხტუნავე ჯოანა

(პეტრა ფრიმანი 1994, 8’ დიდი ბრიტანეთი)

19:40 სერულია

(სოფია კარილო 2017, 13’, მექსიკა)

19:55

წვეთ-წვეთობით

(ალეხანდრა რამირესი, ლაურა გონჩალვესი 2017, 10’, პორტუგალია)

20:10

"ალები, ქალები, გრძნეულები,ქალღმერთები" მულტიმედია გამოფენის გახსნა

21:00-დან

მუსიკალური სელექცია/ლაივ პერფორმანსი


9 მარტი

უცხო სხეულები / ფემინისტური ჰორორი


14:00 - გოგო, რომელიც ღამე მარტო სეირნობს სახლამდე

(ანა ლილი ამირპური, 2014, 104’, პორტუგალია)

15:50 - 16:05 შესვენება

16:05 - ლილითის დამღა

(Ბრუნა ფიონდა, პოლი გლედვინი, ზაკ მაკ-ნატაფი, 1986, 32’ დიდი ბრიტანეთი)

16:35 - ღია დისკუსია

17:05 - შესვენება

17:30 - არიბადა

(ნატალია ესკობარი, სიმონ ჯაიკირიუმა პატეუ, 2022, 30’, გერმანია, კოლუმბია)

18:00 - კვერცხმდებელი

(რუთ ჟენრბეკოვა, მარია ვილკოვისკი 21' ყაზახეთი)

18:30 - სოფო კობიძის ფოტოწიგნის გამოფენა

19:10 - სატყუარა

(აგნიეშკა სმოჩინკსა, 2015, 92’ პოლონეთი)

21:00-დან

მუსიკალური სელექცია/ლაივ პერფორმანსი


10 მარტი

კიბორგები/ ექსტრაქტივიზმი


14:00 - ტიტანი

(ჟული დეკარნუ, 2021, 108’ საფრანგეთი,)

15:50-16:30 შესვენება

16:30 - ნეპტუნის ყინვა

(ანიშია უზეიმან საულ ვილიამსი/ 2021 108’ ამერიკის შეერთებული შტატები, რუანდა)

18:20-19:05 - დისკუსია

19:05-19:30 - შესვენება

19:30 - ონსეტი (ანა ენგელჰარდტი, მარკ ცინკევიჩი, 2023, 25’ პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი)

20:00 - ნამარხი

(რიარ რიზალდი/ 2023, 13’)

20:15 - ფესტივალის დახურვა


გელოდებით ყველას წლევანდელ "როზადან სიმონამდე"

დასწრება თავისუფალია.