მოხარულები ვართ მოგიწვიოთ ქვიარ რეცეპტების წიგნის პრეზენტაციაზე, 20 ივნისს, თბილისში.
პრეზენტაციის პარალელურად, შეძლებთ მიირთვათ იქვე, ერთად მომზადებული, “ჭრელი სიყვარულით” შთაგონებული კერძები.
პრეზენტაციის შემდეგ წიგნს მიიღებთ დონაციის საფუძველზე, რომლის მიზანიც ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის, სოფო ბასილაძის მხარდაჭერაა.
სოფოს დედას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. გვინდა, მათ ხარჯების დაფარვაში დავეხმაროთ. წიგნის მინიმალური დონაცია: 30 ლარი.
პრეზენტაცია გაიმართება 20 ივნისს, საღამოს.
უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც ელ.ფოსტაზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://shorturl.at/iRxZV
https://shorturl.at/iRxZV