ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ ნატალია მჭედლიშვილის ავტორობით მომზადებულ კვლევის პრეზენტაციაზე პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების საჭიროებების შესახებ.
კვლევას წარადგენს ავტორი, გენდერის მკვლევარი ნატალია მჭედლიშვილი. პრეზენტაციის მომდევნო საათს, სამართლებრივი ექსპერტი ლიკა ჯალაღანია მიმოიხილავს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ საადვოკაციო კონტექსტს და პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებთან მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ვიმსჯელებთ საჭიროებებსა და პოლიტიკის გამოწვევების შესახებ.
იძიებს რა პირად გამოცდილებებს და მათ განმსაზღვრელ სოციო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ჯანდაცვის სისტემურ გარემოებებს, “სტიგმის მიღმა უხილავები: საქართველოში პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების საჭიროებების კვლევას” წვლილი შეაქვს საქართველოში პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავების საქმეში. გამოწვევებისა და საჭიროებების სიღრმისეულად გაგება კი, შესაძლებელს ხდის ადგილობრივ კონტექსტში პროსტიტუციის საკითხის კრიტიკულ გააზრებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებული შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვას პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

კვლევა მომზადდა ევროკავშირის პროექტის “გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” მხარადჭერითა და GCRT-ის პარტნიორობით.
პრეზენტაციაზე დასასწრებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://shorturl.at/ILWOw
პრეზენტაციის დრო და ადგილი: 10 ივლისი, 16:00 საათი
(ლოკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდგომ)
ადგილზე რეგისტრაცია: 15:45-16:00
გთხოვთ, დასწრება დაგვიდასტუროთ არაუგვიანეს 8 ივლისისა.