
წლევანდელი ფორუმის კონცეფცია ძალას და უძალობას ეხმიანება. პოლიტიკური კრიზისის თანმდევი, ინიცირებული თუ მიღებული კანონების ერთობლიობა ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს უკავშირდება. მხოლოდ ამ ერთობლიობის ანალიზი ხსნის ძალაუფლების ცენტრში მოქცევის მოტივებს და ნათელს ჰფენს პოლიტტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც 2024 წელს შემოღებული კანონებით საზრდოობს და სახელმწიფოს აქცევს მმართველი ოლიგარქისა და მისი გუნდის აქტივად, ქვეყნის რესურსებს კი - კაპიტალისტური კლასის კეთილდღეობის წყაროდ. არსებულ გეოგრაფიულ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დიქოტომიებში, კანონების ერთობლიობის ანალიზი წინაპირობაა იმისა, რომ, ამ დუალობებს მიღმა, ახლებური კონსერვატიზმის, პოპულიზმის, ავტორიტარული მმართველობის და კაპიტალისტური კლასის ხელში დოვლათის დაგროვების კონცეფციების შესახებ ვიმსჯელოთ და გავიაზროთ, რას მოიცავს ჩვენი შემდგომი მოქმედების არეალი.

https://forms.gle/gPfyZxqgpBwtcoF58
13 სექტემბრის დღის წესრიგი:

პარალელური სახელოსნოები:




დღის პირველ ნახევარში, ლელა რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს ავტორიტარულ შემობრუნებას
გლობალურ ეკონომიკურ ჭრილში დავინახავთ და შევეცდებით, დოვლათის იმპერიალისტური მოხვეჭა
საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გავაკრიტიკოთ.
გლობალურ ეკონომიკურ ჭრილში დავინახავთ და შევეცდებით, დოვლათის იმპერიალისტური მოხვეჭა
საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გავაკრიტიკოთ.
შუადღეს, ტრადიციისამებრ, დროს ფემინისტურ კვლევის მეთოდებს და ქმედებას დავუთმობთ. პარალელურ სახელოსნოებში: საპროტესტო პოსტერების შექმნაზე ხარახურა დაგველაპარაკება, ელენე დუდუჩავასთან და სანდრო სიამაშვილთან ერთად ჩვენი სხეულების ამბის მოყოლას ვიზუალური ენით ვეცდებით, ხოლო თათა ბურდულის სახელოსნოში, გარჩეულ ტექსტებს შორის ინტერტექსტუალობის აბლაბუდას გავაბამთ.
სახელოსნოებში თავად ვიქნებით განხილვის პირველწყარო და ქმედების შემდეგ სხეულებრივ და
თვითნაწარმოებ განცდებს პანელურ დისკუსიად ვთარგმნით. დღის ბოლოს, ანა ილურიძეს მოდერირებით, IAMNIKITA, ლიკა გულბანი და მარიამ ჭანჭალეიშვილი მოწყვლადობაზე, ქვიარ სხეულებზე, საზოგადოების ცვალებად, გამწვავებულ მზერასა და აფექტებზე ისაუბრებენ.
თვითნაწარმოებ განცდებს პანელურ დისკუსიად ვთარგმნით. დღის ბოლოს, ანა ილურიძეს მოდერირებით, IAMNIKITA, ლიკა გულბანი და მარიამ ჭანჭალეიშვილი მოწყვლადობაზე, ქვიარ სხეულებზე, საზოგადოების ცვალებად, გამწვავებულ მზერასა და აფექტებზე ისაუბრებენ.
მიმდინარე კრიზისებზე რეფლექსია განგრძობითი პროცესია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ფორუმის ონლაინ შეხვედრები ივლისის ბოლოს, როცა ლიკა ჯალაღანიასთან, თამარ ცხადაძესთან, ნარგიზა არჯევანიძესთან და თამთა მიქელაძესთან ერთად, კონცეპტუალურად გავშალეთ და სახელი დავარქვით გლობალურად მიმდინარე ანტი-გენდერულ, ანტი-დემოკრატიულ და ნეოლიბერალურ პროცესებს.
(იხილეთ ჩანაწერი:
(იხილეთ ჩანაწერი:
https://youtu.be/5JCs2DLUk2U?si=wKcjVp6ArQI-Z51L)
Შემდგომ, წარსულ Პროტესტის ფორმებს ჩავუღრმავდით და გამოვკვეთეთ როგორც საკითხების წამოჭრის დინამიკა, ასევე მათი ისტორიული ურთიერთმიმართება სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან. ლელა გაფრნიდაშვილთან, თამუნა ქებურიასთან, ქეთი სართანიასთან და ეკა აღდგომელაშვილთან ერთად (იხილეთ ჩანაწერი:
(იხილეთ ჩანაწერი:
https://youtu.be/jayftKYws4w?si=UTEBIwOnxGaY8u_1) ასეთმა დისკუსიამ ნიადაგი მოამზადა არამარტო იმისთვის, რომ გასული ნახევარი წლის პროტესტის დეცენტრალიზაციის და აფექტების სახელდება შეგვეძლო, არამედ იმისთვისაც, რომ დაგვენახა, როგორ შეიძლება ერწყმოდნენ პროცესები, იდეები თუ გრძნობები უხილავ, ცენტრალურ თუ პერიფერიულ სივრცობრივ და დროით ასპქეტებს. ამაზე თათია დვალთან, მარიამ ქაჯაიასთან, მარიამ კალანდაძესთან და სონა კალანდაძესთან ერთად საუბარმა ჰიბრიდული ფორუმის მეორე ნაწილისთვის გააღვივა ნიადაგი.
(იხილეთ ჩანაწერი:
https://youtu.be/5x6KOVlrwEg?si=4tYvu9GQyzGg4V2p)
ონლაინ პანელური დისკუსიების მეორე ნაწილი სექტემბერში გაგრძელდება. 10 და 11 სექტემბერს, რეგიონის პერსპექტივებით დაწყებულ დისკუსიებს სიღრმეს და გეოგრაფიულ გაფართოებას შევმატებთ; შეხვედრებზე ჯერ ანტი-გენდერულ, ფემინისტურ და პოპულისტურ მოძრაობებს განვიხილავთ და შემდეგ ეკონომიკურ ძვრებზე, პოლიტიკურ სისტემებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ვისაუბრებთ.

https://forms.gle/6P8uZXmsvf1kbJXFA
ფემინისტური ფორუმი 13 სექტემბერს, ფიზიკურ სივრცეში შეკრებით დასრულდება, პანელური დისკუსიებითა და სახელოსნოებით. მძიმე პოლიტიკური შემოდგომის დასაწყისს, ეს იქნება ჩვენი მცდელობა, ფორუმის ერთი დღე მაინც ვაქციოთ ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრის და ურთიერთგამხნევების ადგილად.
2022 წლიდან ფემინისტური ფორუმი ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის ინიციატივაა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან აკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანია, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ფემინისტური ფორუმი 2024 წელს ტარდება ILGA-Europe, UNDP, Kvinna till Kvinna, RFSL, და RFSU-ს მხარდაჭერით