search close
picture განცხადება

გადაწყვეტილებას პოლიციის ჰომოფობიური თავდასხმის შესახებ საქართველოში პირველ ლგბტ ორგანიზაციაზე სტრასბურგი ხვალ გამოაქვეყნებს.

7 ოქტომბერი 2020

EHRAC-WISG - კონსულტაცია პრესისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხვალ გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის პირველ ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციაში პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდს ეხება.

2020 წლის 8 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2009 წელს, პოლიციის მიერ ქვეყნის პირველი ლგბტ ორგანიზაციის დარბევას.[1]

განმცხადებლები, ეკატერინე აღდგომელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი ინკლუზივი“-ს (Inclusive Foundation) თანადამფუძნებელი და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) დამფუძნებელი და ამჟამად WISG-ის გამგეობის წევრია, თინათინ ჯაფარიძე კი "ფონდ ინკლუზივის" პროგრამების ყოფილი ოფიცერი და ამჟამად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WSIG) გამგეობის წევრია. ევროპულ სასამართლოში მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენს. EHRAC ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ცენტრია ლონდონის მიდლსექსის უნივერსიტეტიდან. თავდაპირველად საქმე შეტანილ იქნა დიდ ბრიტანეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Interights- ის მიერ, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.

რას ეხება ზემოხსენებული საქმე?

2009 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წევრები და ლგბტ თემის წევრები შეიკრიბნენ ოფისში WISG-ის დაგეგმილი სამხატვრო გამოფენისთვის სამაჯურების დასამზადებლად. აღნიშნული ოფისის სივრცეს WISG იყოფდა „ფონდ ინკლუზივთან“. საღამოს 6-7 საათზე ოფისში შეიჭრნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები, უმეტესად - მამაკაცები. ისინი უყვიროდნენ თანამშრომლებს, დარბოდნენ ოთახიდან ოთახში და ეძებდნენ ფონდ „ინკლუზივის“ დირექტორს. პერსონალს მათ საკუთრებაში მყოფი ტელეფონები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოერთვა.

ჩხრეკის დაწყებისას ჩანდა, რომ პოლიციამ არ იცოდა არასამთავრობო ორგანიზაციის სამუშაოს სპეციფიკის შესახებ. როდესაც შეიტყვეს, რომ ისინი ლგბტ ორგანიზაციის შენობაში იმყოფებოდნენ, გახდნენ ძალზედ აგრესიულები, დაიწყეს ჰომოფობიური შინაარსის შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და ღიად დასცინოდნენ იქ მყოფ ადამიანებს. პოლიცია შენობაში მყოფებს საზოგადოებასთან და ოჯახის წევრებთან მათი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა. განხორციელდა მუქარები ოჯახის წევრების მისამართითაც.

ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ქალებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმირების გარეშე, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალები გაშიშვლების მეთოდით უნდა გაეჩხრიკათ. გაშიშვლებით ჩხრეკა ჩატარდა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზე, სადაც პოლიციელები ქალებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ჩხრეკის შესახებ პოლიციას არანაირი ოქმი არ შეუდგენია.

ეკა აღდგომელაშვილის და თინათინ ჯაფარიძის მიერ შეტანილი საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირითადად უგულებელყოფილი იქნა. გამოძიება დაიწყო პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, ის კვლავ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა.

რას მოითხოვენ განმცხადებლები?

პირველ რიგში, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დაიღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-3 და მე-8 მუხლები. რომელთა თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში, დარბევის დროს, პოლიციელების მხრიდან განხორციელდა მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა და დაირღვა მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

მეორე - განმცხადებლები დავობენ მათ მიმართ კონვენციის მე-13 მუხლის (რომლითაც დაცულია სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევაზეც, მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთობლიობაში.

მესამე - განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დარღვეულია კონვენციის მე -14 მუხლი და დამატებითი №12 ოქმის 1-ლი მუხლი რაც გულისხმობს შემდეგს: მათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის და  და პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობა განპირობებული იყო სამართალდამცავების დისკრიმინაციული დამოკიდებულებით განმცხადებლების რეალური ან აღქმული სექსუალური ორიენტაციისა და / ან მათი ლგბტ საკითხებზე საქმიანობის მიმართ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ამ საქმის განმცხადებლები, ეკატერინე და თინათინი მზად არიან ისაუბრონ მედიასთან ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ პირველ რიგში ჟურნალისტები უნდა დაუკავშირდნენ:
ნათან გულიაშვილს (მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, WISG), ელ.ფოსტა: nattan.guliashvili@wisg.org   
ფილიპ ლიჩს (დირექტორი, EHRAC) ელ.ფოსტა: p.leach@mdx.ac.uk
ჯეიმს დოუზეტს (მედიისა და კომუნიკაციების ოფიცერი, EHRAC), ელ.ფოსტა: j.dowsett@mdx.ac.uk



1 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22003-6811642-9111829%22]}