არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის პირველად სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები, ასევე, სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.
პოზიციის დასახელება: ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური/ფიზიკური)
სამუშაოს ზოგადი აღწერა: ორგანიზაციის ვებსაიტებისა და სოციალური მედიის გვერდების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობა კომუნიკაციის გუნდთან ერთად; ციფრულ სივრცეში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიების შემუშავება; ორგანიზაციის საკომუნიკაციო გვერდების მიზნობრივი აუდიტორიისა და სტატისტიკურ მონაცემთა კვლევა და ანალიზი; ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის რელევანტური ფორმატების კვლევა და ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის სერვისების, ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების შესახებ აქტიური კამპანირება ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდებზე, თემატურ ჯგუფებსა თუ სხვა რელევანტურ ციფრულ სივრცეებში.
- ორგანიზაციის ვებსაიტებისთვის მომზადებული ახალი მასალების უწყვეტად გამოქვეყნებისა და გაზიარების უზრუნველყოფა ყოველკვირეული კალენდრისა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხზე მორგებული ფორმატების შემუშავებით.
- ძველი მასალების ხელახლა გაზიარების გეგმის შემუშავება თემატური შესაბამისობის მიხედვით.
- ციფრულ სივრცეში (მათ შორის ორგანიზაციის ვებსაიტებსა და სოციალური მედიის გვერდებზე) ორგანიზაციის პრეზენტაციის გამართვა.
- ვებ.საიტების და სოც. მედია გვერდების სტატისტიკური მონაცემების მუდმივი ანალიზი და მიგნებების გაზიარება კომუნიკაციის გუნდთან.
სავალდებულო ცოდნა და წინა სამუშაო გამოცდილება:
- ციფრული კომუნიკაციის მენეჯმენტი მედიისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო გამოცემებისა თუ ღონისძიებებისთვის (მინიმუმ 3 წელი);
- ვებ-საიტის და სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (3 წელი);
- ტექსტის და ფოტო/ვიდეო რედაქტირების გამოდილება (3 წელი);
- საოფისე პროგრამები;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე. წერილობითი, ზეპირი);
სავალდებულო უნარები:
- ტოლერანტულობა;
- თანმიმდევრულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი.
სავალდებულო კომპეტენციები:
- განსხვავებების პატივისცემა
- დაგეგმვა და ორგანიზება
- პროფესიონალიზმი
- გუნდური მუშაობა
- ინოვაცია
- წერითი და ვერბალური კომუნიკაცია
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- 24 დღე ანაზღაურებად შვებულებას;
- პროფესიული ზრდის ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანაგადახდას;
- ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის შემოტანის პროცესი
აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: media@wisg.org და იმეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი.
საკუთარი რეზიუმე (СV);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
სამოტივაციო წერილი;
ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.
შერჩევის ეტაპები:
პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
მეორე ეტაპზე - შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, ან ჩანიშნოს დამატებითი გასაუბრება.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან, ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრული ვადით გაგრძელდება კონტრაქტი .
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 დეკემბერი.
განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს, ან ვადის ამოწურვის შემდეგ იქნება წარმოდგენილი , არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.