search close
picture განცხადება

ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეშია: საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის

22 ივნისი 2023

მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ყირგიზეთის მთავრობის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც კრებითად ცნობილია როგორც „რუსული კანონი“, რაც მოიცავს ცვლილებებს კანონში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ და ცვლილებებს ყირგიზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში.[1] საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია წინარე მოსმენებით სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის გარეშე, ხოლო მათი შინაარსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას რიგითი სამოქალაქო აქტივიზმისთვის. ამავდროულად, ცვლილებები ითვალისწინებს დისკრიმინაციულ მიდგომას არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ და უქმნის სახელმწიფოს შესაძლებლობას, ჩაერიოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში და დასაბუთების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია. ცვლილებები ქმნის საფუძვლიან საფრთხეს ყირგიზეთის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და არსებულ რეპრესიულ კაანონმდებლობაში უფრო მეტად აღრმავებენ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლებისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისთვის და ხელს უშლიან კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების ნორმალურ მუშაობას.  

 

ყირგიზეთის იურისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ექსპერტების თანახმად, ცვლილებების პაკეტი დაახლოებით 90%-ით იმეორებს 2012 წლის ეგრეთწოდებულ „აგენტების კანონს“ რომელიც პირველად დაინერგა რუსეთში, რომელიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით,[2]  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.[3] ყირგიზეთში ინიცირებული ანალოგიური კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-20 მუხლს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 22-ე მუხლს. ყირგიზეთში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს ეუთომ და ვენეციის კომისიამ, რადგანაც ცვლილებების მიღება გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას, და დანერგავს მთავრობის სრულ კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებაზე. 

 

ბოლო თვეების განმავლობაში მზარდია რეპრესიები ყირგიზული სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ - გახშირდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ექსტრადიციები, მრავალმილიონიანი სასამართლო დავები, საინფორმაციო დეზინფორმაციული კამპანიები, კიბერ ბულინგი ყალბი სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით; ასევე ეწყობა ორგანიზებული საპროტესტო აქციები სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, სადაც ჟღერდება ძალადობის ღია მოწოდებები, პოლიციის მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 180 ქვეყანას შორის, ყირგიზეთმა ჩამოინაცვლა 50 ადგილით და აღმოჩნდა 122-ე ადგილზე მედია თავისუფლების რეიტინგში (რეპორტიორები საზღვრების გარეშე). 

 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა და ვენეციის კომისიამ უკვე გამოხატეს შეშფოთება ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ, 8 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისთვის, Frontline Defenders, Freedom Now, Human Rights Watch, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ - ორგანიზაციებმა მიუთითეს, რომ ცვლილებები საფრთხეს უქმნის ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებას. 

 

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა - მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა, პირადად გამოვცადეთ სამოქალაქო სივრცის გაუარესება, და ამ გამოწვევის წინაშე დავდექით 2023 წლის თებერვალში, როდესაც მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა საქართველოში. ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები იგივე სისტემას იმეორებს და შესაბამისად, აუცილებელია ამ გამოწვევებზე ერთიანი რეაგირება, რათა შევინარჩუნოთ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ჩვენს სახელმწიფოებში, სადაც თავისუფლების თითოეული კუნძული წარმოადგენს იმედს ადამიანის უფლებათა აქტივისტებისთვის მთელს რეგიონში. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს - საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებს, მედიას, ორგანიზაციებს და აქტივისტებს მსოფლიოს მასშტაბით, შემოგვიერთდნენ ყირგიზული მედიისა და და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში, მათ შორის, ინფორმაციის გავრცელებითა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით, ყირგიზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და რეპრესიული კანონმდებლობის წინააღმდეგ, რაც პრევენციულ ხასიათს ატარებს სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. 

 

20 ივნისი, 2023


ხელმომწერი ორგანიზაციები:

    Caucasus Open Space (COS)

    Democracy Research Institute (DRI)

    Institute for Development of Freedom of Information (IDFI)

    Franklin Club

    iFact (Investigative Journalists’ Team)

    Georgian Charter of Journalistic Ethics

     SOVLAB (Soviet Past Research Laboratory)

    Georgian Society for Psychotrauma

    Temida

    Rights Georgia

    Qvemo Qartli media (qvemoqartli.ge)

    International Society for Fair Elections and Democracy (ISFED)

     Femina Fund

    Ilia’s Legal House (Iliasi)

    Mtskheta-Mtianeti Regional Hub

     Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children DEA

     Women’s Initiatives Supporting Group (WISG)

     Georgian Young Lawyers’ Association (GYLA)

     Women’s Association Gvirila

     Abkhazinterkonti 

     Media Center Kakheti

     Governance Monitoring Center (GMC)

     Women Association Acting Together

     Solidarity Community

     Georgian Civil Development Association (GCDA)

     Eastern European Centre for Multiparty Democracy (EECMD)

     Internews Georgia

     Media Ombudsman

    Georgian Democracy Initiative (GDI)

    Union of Democrat Meskhs

    Media Club

    Media Development Foundation (MDF)

    Georgian Regional Media Association (GRMA)

    Women’s Fund Sokhumi 

    Journalism resource center

    TOK TV

    Meeting Place Dmanisi

    Student Youth Council 

    Center for Participation and Development 

    Dev.ge

    Alliance of Regional Broadcasters 

    Sapari

    Women Engage for a Common Future (WECF)

    Publika

    Georgian Rural Council 

     Open Society Georgia Foundation (OSGF)

    Prevention for Progress (PFP)

     Equality Movement

    Democracy Defenders

    Chavchavadze Center

    Civil Solidarity Fund 

    EuroClub Kvareli 

    Mtsvaneebi – the Georgian Greens

    Students against Russian Law 

   Youth for Democratic Changes 

    Civil Society Development Centre (CSDC)

    Media April 

    Center for Information and Counseling on Reproductive Health – Tanadgoma

    Knews.ge (Kakhetis Khma)

    Media House – Samkhretis Karibche 

    Kutaisi Post

    Akhalkalaki Business Center

    Aliq Media Georgia 

    Puspussy Team 

    Center for Social Sciences 

    Taso Foundation 

 

 

ინფორმაცია ყირგიზულ მედიაში (რუსულ ენაზე):

§ ცვლილებები საფრთხეს უქმნის ინტერნეტის ყველა მომხმარებელს, 6 ივნისი/2023, ლინკი (24კგ მედია).

§ საკანონმდებლო ცვლილებების ექსპერტული ანალიზი, შედარება რუსულ კანონთან, 5 ივნისი/2023, ლინკი (კაქტუს მედია). 

§ „არღვევს კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმებს“ - ექსპერტები ეხმიანებიან საკანონმდებლო ცვლილებებს, 5 ივნისი/2023, ლინკი (კაქტუს მედია). 

§ აქტივისტების მიმართვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებს, 2 ივნისი/2023, ლინკი (ყირგიზეთის ამბები). 

§ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და მედია მიმართავენ საელჩოებს თხოვნით, შეწყდეს ვიზების გაცემა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისთვის, 30 მაისი/2023, ლინკი (ყირგიზეთის ამბები). 



[1] საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლიდან რამდენჯერმე დარეგისტრირდა ყირგიზეთში სხვადასხვა ფორმით, თუმცა თითოეული ინიციატივა იმეორებს პირველი, 2015 წლის 26 მაისის შინაარს. 

[2] ეკოდეფენსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადზე ##9988/13(2022წელი, 14 ივნისი), სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ინგლისურად შემდეგ ბმულზე.

[3] „მართალია, ყირგიზეთის რესპუბლიკა არ არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, თუმცა, როგორც ვენეციის კომისიის წევრი სახელმწიფოსთვის, მისთვის აქტუალურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები შედარებითი პერსპექტივისთვის.“ - პუნქტი 14 (გვერდი 9), ეუთოს მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება ყირგიზეთში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, 2023 წლის 24 მაისის პუბლიკაცია, ხელმისაწვდომი სრულად ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე.