არასამთავრობო
ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადვოკაციისა
და ლობირების მიმართულების ხელმძღვანელი
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
„ქალთა
ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქვიარ ფემინისტურ
ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები,
ტრანსგენდერი და ინტერსექს ადამიანები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის
წარმომადგენელი ქალები.
პოზიციის დასახელება: ადვოკაციისა
და ლობირების მიმართულების ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის
მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 იანვარი
კონკურსის
ფორმატი: დოკუმენტების გადარჩევა, ტესტირება,
გასაუბრება
სამუშაოს ხასიათი: სრული
განაკვეთი,
სამუშაო ფორმატი: ფიზიკური.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· უხელმძღვანელოს
ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებას „ადვოკატირება და ლობირება“;
· შეიმუშაოს და განახორციელოს ორგანიზაციის საადვოკაციო სტრატეგია, რომელიც
ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან იქნება კავშირში;
· მოახდინოს არსებული კანონმდებლობის ანალიზი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების
შესაძლო გავლენა ორგანიზაციის სამოქმედო არეალზე;
· მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში რელევანტურობის
მიხედვით;
· მოამზადოს ან მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილი ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების
და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებაში;
· უზრუნველყოს მომზადებული დოკუმენტების/ანგარიშების ხარისხი;
· მართოს ადვოკაციისა და ლობირების მიმართულების სამუშაო ჯგუფი;
· წარმოადგინოს ორგანიზაცია თემატურ შეხვედრებზე, კონფერენციებსა თუ სამუშაო
ჯგუფებში;
· შეაფასოს სტრატეგიული მიმართულების საქმიანობა, რესურსები და შესაბამისი
რეკომენდაციები წარუდგინოს დირექტორს;
· შეაფასოს ყოველი წლის ბოლოს მიმართულების საქმიანობა და შესაბამისი მოკლე
ანგარიში წარუდგინოს დირექტორს;
· აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზაციის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან,
ასევე პროექტების მენეჯერებთანკოორდინატორებთან და კომუნიკაციის მენეჯერთან, უზრუნველყოს
ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა.
სავალდებულო კომპეტენციები:
· ხედვა
· მართვა
· განსხვავებების
პატივისცემა
· დაგეგმვა და
ორგანიზება
· პრობლემების
გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი
· ეფექტური კომუნიკაცია
· სწავლება და
განვითარება
სავალდებულო ცოდნა:
· ადამიანის
ძირითადი უფლებები და თავისუფლებების სიღრმისეული ცოდნა;
· ადვოკაციის
მექანიზმების, საკანონმდებლო პროცესებისა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
· სამუშაო გამოცდილება
და უნარი, შეძლოს პრიორიტიზირება სტრესულ გარემოსა და შეზღუდული დროის პირობებში.
· ანალიტიკური
აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტის უნარი, უნარი შეძლოს ინოვაციური და პროაქტიური
მიდგომებით ადვოკატირების სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
· სტრატეგიული
პარტნიორების იდენტიფიცირება და მათთან კავშირების დამყარება;
· ადამიანების
რესურსებისა და პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა;
· საოფისე პროგრამები;
· ქართული და
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე. წერილობითი, ზეპირი);
სავალდებულო უნარები:
· ტოლერანტულობა;
· თანმიმდევრულობა;
· ეფექტური კომუნიკაციის
უნარი;
· რამოდენიმე
საკითხზე ერთად მუშაობის უნარი;
· სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;
· სტრესულ გარემოში
მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
· მეგობრული
სამუშაო გარემო;
· სამუშაოს მოქნილი
გრაფიკი;
· 24 დღე ანაზღაურებადი
შვებულება;
· პროფესიული
ზრდის ხელშეწყობა;
· ჯანმრთელობის დაზღვევის თანაგადახდა;
· ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის შემოტანის პროცესი
აპლიკანტებმა
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: wisg@wisg.org და იმეილის სათაურში
გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
- რეზიუმე (СV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო
ინფორმაციის ჩათვლით.
შერჩევის ეტაპები:
პირველ ეტაპზე
მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
მეორე ეტაპზე
გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და წერილობითი ტესტი;
ორგანიზაცია
იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან
ჩანიშნოს დამატებითი გასაუბრება.
საბოლოოდ შერჩეულ
კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 6 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით
გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 იანვარი.
განაცხადები,
რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება
ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ
შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ,
თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას,
რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი
ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ
გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ
იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება
ერთი წლის ვადით.