search close
picture განცხადება

WISG ვაკანსია / პროექტების ასისტენტი

25 მარტი 2024

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტების ასისტენტი


ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს ქვიარ ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი და ინტერსექს ადამიანები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

პოზიციის დასახელება: პროექტების ასისტენტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 2 აპრილი

კონკურსის ფორმატი: დოკუმენტების გადარჩევა, გასაუბრება

 

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი / შეთანხმებით

სამუშაო ფორმატი: ფიზიკური.

ორგანიზაციის მინიმალური სახელფასო ნიხრი: 2000 ლარი (დარიცხული).

 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


-        გაუწიოს ასისტირება პროექტების მენეჯერებს პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე;

-        მიიღოს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაგეგმვით შეხვედრებში მონაწილეობა;

-        დააორგანიზოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები პროექტის გუნდთან ერთად;

-        გაუწიოს ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ორგანიზაციის ღონისძიებებს;

-        აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზაციის პროექტების მენეჯერებთან/კოორდინატორებთან და კომუნიკაციის მენეჯერთან, უზრუნველყოს ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა.

 

სავალდებულო კომპეტენციები:


-        განსხვავებების პატივისცემა

-        დაგეგმვა და ორგანიზება

-        შედეგზე ორიენტაცია

-        გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა

-        ეფექტური კომუნიკაცია

 

სავალდებულო ცოდნა:


-        სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ;

-        ღონისძიებების ორგანიზებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება;

-        სამუშაო გამოცდილება და უნარი, შეძლოს პრიორიტიზირება სტრესულ გარემოსა და შეზღუდული დროის პირობებში;

-        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);

-        ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);

-        ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

სავალდებულო უნარები:

-        თანმიმდევრულობა;

-        რამოდენიმე საკითხზე ერთად მუშაობის უნარი;

-        მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

-        სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები;

-        სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

-        მეგობრული სამუშაო გარემო;

-        სამუშაოს მოქნილი გრაფიკი;

-        24 დღე ანაზღაურებადი შვებულება;

-        პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;

-        ჯანმრთელობის დაზღვევის თანაგადახდა;

-        ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

განაცხადის შემოტანის პროცესი

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wisg@wisg.org და იმეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

 

  • რეზიუმე (СV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

 

შერჩევის ეტაპები:


პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან ჩანიშნოს დამატებითი გასაუბრება.

 

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 6 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 აპრილი.

 

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.