USAID/PROLoG-ისა და OSGF-ს ერთობლივი მხარდაჭერით მომზადდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშები. 17-21 სექტემბრის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის კვირეულის ფარგლებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა წარმოადგინა ორგანიზაციის მიგნებები სამოქმედო გეგმაში ლგბტი პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ზემოხსენებულ ანგარიშშია შესული.
დოკუმენტის ამ ნაწილში, WISG-ის ანგარიშთან ერთად, ასევე ნახავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებულ ანგარიშებს: გამოხატვის თავისუფლების, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების დაცვის საკითხებზე.
ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის ანგარიში (2016-2017 წწ.)