search close
picture ანგარიში

CM/REC(2010)5 – იმპლემენტაციის მონიტორინგი 2013-2018 (საქართველო)

5 ნოემბერი 2018

2010 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წევრი სახელმწიფოებისათვის მიიღო CM/Rec(2010)5 რეკომენდაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ზომების შესახებ.

ადამიანის უფლებების უნივერსალურობის და არადისკრიმინაციის მნიშვნელობის ხაზგასმით, CM/Rec(2010)5 რეკომენდაცია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს ლგბტი თემის უფლებების დაცვის პოზიტიური ქმედებებისკენ მოუწოდებდა. რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ უზრუნველყონ მოცემული ზომებისა და პრინციპების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას ლგბტი ადამიანებთან მიმართებაში არა მხოლოდ შიდა საკანონმდებლო პირობებში, არამედ მათ პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. უფრო ფართო გაგებით, რეკომენდაცია შეეხება შემდეგ საკითხებს:

● ხაზს უსვამს ძირითად პრინციპს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა;

● აღიარებს ისტორიის მანძილზე ლგბტ პირთა მუდმივ დისკრიმინაციას, რასაც ისინი განიცდიდნენ საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო;

● ხაზს უსვამს, რომ წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული და ეფექტურად გატარებული უნდა იყოს განსაკუთრებული ზომები, რათა ლგბტ პირებმა შეძლონ საკუთარი ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობა.

რეკომენდაცია ერთხმად მიიღო ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი კანონით სავალდებულო არ არის, ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს რეკომენდაციის განხორციელება კანონით სავალდებულო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებთან კავშირში.

ამ ანგარიშის მიზანია, შეაფასოს საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები 2013 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში და გამოყოს ის ნაწილები, სადაც საჭიროა დამატებითი თანამშრომლობა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის, ეს ანგარიში წარმოადგენს ამ ეტაპზე მიღწეული პროგრესის დოკუმენტაციას.

ანგარიშის სამიზნე აუდიტორიას ერთი მხრივ, წარმოადგენენ ქვეყნის პოლიტიკური ფიგურები და საჯარო მოხელეები, ვინც პასუხისმგებელია დოკუმენტში არსებული საკითხების შესრულებაზე და მეორე მხრივ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ამოწმებს მათი განხორციელების პროგრესს.

იხ. ანგარიში ბმულზე: CM/REC(2010)5 – იმპლემენტაციის მონიტორინგი 2013-2018