ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) სტრატეგიული სამართალწარმოების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია EHRAC-ისა და WISG-ის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ წარდგენილი საქმეების შესახებ:
"EHRAC-მა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან“ (WISG) ერთად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2 ტრანსგენდერი კაცის საქმე წარადგინა, რომლებმაც საქართველოს მთავრობისგან გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი მიიღეს. ეს საქმე სასამართლოსთვის შესაძლებლობაა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განმარტოს სტანდარტები ტრასი* ადამიანებისთვის, ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფისთვის, რომლებიც ინსტიტუციურ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას განიცდიან ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ა.დ. და ა.კ. საქართველოს წინააღმდეგ პირველი ამგვარი საქმეებია, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოში გაიგზავნა, რამაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლიტიგაციის საშუალება მისცა. EHRAC-მა და WISG-მა ამ საქმესთან დაკავშირებით მთავრობას 2019 წლის მარტში უპასუხეს."
ანგარიშში ასევე შვიდა ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში EHRAC-მა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად წარადგინა.