search close
picture ანგარიში

საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიში სექსუალური ძალადობის თაობაზე

9 ივლისი 2020

საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიისთვის სექსუალური ძალადობის თაობაზე პირველი ანგარიში გაუგზავნა.

ანგარიშში მიმოხილულია მართლმსაჯულების სისტემაში და სექსუალური ძალადობის დანაშაულთა შესახებ კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულების  ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცედურების დახვეწის მიმართულებით. 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეფექტიანი სისხლის სამართლის პროცესუალური მექანიზმების განვითარება სექსუალური ძალადობის აღმოფხვრისთვის ფუნდამენტური ნაბიჯია საქართველოში ქალების და გოგონების მატერიალური და ტრანსფორმაციული თანასწორობისთვის.

დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: Georgia UPR Submission 2020