search close
picture ანგარიში

კოალიცია თანასწორობისთვის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისათვის (GREVIO)

13 ოქტომბერი 2021

საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. ‘სტამბოლის კონვენცია’) რატიფიცირება.

მხარეების მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO).

"კოალიცია თანასწორობისთვის" ორგანიზაციებმა და სამმა სხვა არასამთავრობო ორგანიაციამ, ამ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO-ს), წარუდგინა ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის პირველი (საბაზისო) შეფასების ფარგლებში.

ანგარიშში საუბარია ბევრ პრობლემაზე, რომლებიც დაჯგუფებულია შემდგომ საკითხებად:

- თანასწორობა და ზოგადი ვალდებულებები;

- ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემთა შეგროვება;

- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია;

- მსხვერპლი ქალების დაცვა და მხარდაჭერა;

- მატერიალური სამართალი;

- გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, პროცედურული სამართალის და დაცვის ღონისძიებები.

წაიკითხეთ ან გადმოწერეთ ანგარიში