წინამდებარე კვლევა გამოყენებითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს შეაფასოს COVID-19-ისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა ლგბტ(ქ)ი ჯგუფის წევრებზე, სოციო-ეკონომიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ძალადობის გამოცდილების ასპექტების გათვალისწინებით. კვლევის შედეგები და პრაქტიკული რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს ქვეყანაში COVID-19-ის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად და ლგბტ(ქ)ი ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კვლევის შედეგები საინტერესო იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ლგბტ(ქ)ი ჯგუფებთან და ლგბტ(ქ)ი საკითხებზე (ასევე, მომიჯნავე საკითხებზე, როგორიცაა, მაგ., ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები, ძალადობა სოგის ნიშნით და სხვ).
კვლევის წაკითხვა და გადმოწერა შესაძლებელია ბმულიდან:
COVID-19-ის გავლენა ლგბტ(ქ)ი თემზე