search close
picture ანგარიში

EHRAC WISG GYLA | ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი წარდგენილი ანგარიში 2022

20 ოქტომბერი 2022

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იდენტობას ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მოიცავს ინფორმაციას აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ[1] და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ[2] საქმეების ეროვნულ დონეზე აღსრულების პროგრესის შესახებ[3].

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენის დრომდე, საქართველოს მთავრობას არ განუახლებია სამოქმედო გეგმა ან ანგარიში აღნიშნული ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით.

აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენის დრომდე, ადგილობრივ დონეზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების წარმომადგენლებს არ მიუღიათ პასუხი მოთხოვნაზე, გამოძიებას მოეცვა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა), 156-ე (დევნა)და 1441 (წამება) მუხლები. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ყველა მოწმე, თუმცა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების ფარგლების გაფარ`ების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ქალთა ინიციტივების ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ დონეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართელოს სისხლის სამართლის 161-ე (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა) მუხლის პირველი პუნქტით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კონკრეტული საქმეების გარდა, აღნიშნული ანგარიში მიმოიხილავს იმ სისტემურ საკითხებს, რაც კავშირშია სახელმწიფო პოლიტიკასთან, საზოგადოების განწყობებთან და მათ პირდაპირ ბმასთან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და ინციდენტებთან.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურად ამ ბმულზე 


[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებ საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“. ხელმისაწვდომია აქ: https://wisg.org/ka/publication/279

[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ხელმისაწვდომია აქ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5443506?publication=0

[3] "WISG ადვოკატირებს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე აღსრულებას და კონსულტაციას გაუწევს დაზარალებულ მანიფესტანტებს". ხელმისაწვდომია აქ: https://wisg.org/ka/news/detail/357