ისტორიულად, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს საზოგადოებრივ სტიგმასთან, დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციასთან უწევთ შეჯახება. ზოგადად სექსუალობის და მით უფრო, კომერციული სექს საქმიანობის მასტიგმატიზებელი დომინანტური სოციალური განწყობები ხშირად პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს გარიყავს, აქცევს მათ მოწყვლადობის მოჯადოებულ წრეში და მარტო ტოვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე. ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და თავად პროსტიტუციის თავისებურებიდან გამომდინარე, რომ ის ხშირად დაფარული და იატაკქვეშა საქმიანობაა, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ძალადობის, სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (სგგი), ნივთიერებების მავნე მოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისად, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მდგომარეობის აღწერა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოითხოვს მრავალგანზომილებიან მიდგომას, კვლევებს, რომელიც შეისწავლის და გააანალიზებს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სამართლებრივ ფაქტორებს, ქალების უშუალო გამოცდილებებსა და მათ ურთიერთკავშირს.
მოცემულ კვლევას, იძიებს რა პირად გამოცდილებებს და მათ განმსაზღვრელ სოციო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ჯანდაცვის სისტემურ გარემოებებს, წვლილი შეაქვს საქართველოში პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავების საქმეში. გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მეტად სიღრმისეულად გაგების გზით კი შესაძლებელია ადგილობრივ კონტექსტში პროსტიტუციის საკითხის მიზანმიმართული გააზრება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.
ავტორი: ნატალია მჭედლიშვილი
საადვოკაციო კონტექსტის ანალიზი: ლიკა ჯალაღანია
კვლევის ასისტენტი, ველის მენეჯერი: თამარ ლაფერაძე
კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე:
სტიგმის მიღმა უხილავები: საქართველოში პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების საჭიროებების კვლევა
კვლევა მომზადდა ევროკავშირის პროექტის “გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” მხარადჭერითა და GCRT-ის პარტნიორობით.