search close
picture ანგარიში

კოალიცია თანასწორობისთვის - თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში (2024 წლის ანგარიში)

7 მარტი 2025

2024 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კრიტიკულადგაუარესდა, რასაც თან სდევდა თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევებისგაღრმავება და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის დამძიმება.

წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებულიპოზიტიური ცვლილებები და მიღწეული პროგრესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენასახელმწიფო პოლიტიკის მკვეთრმა ცვლილებამ. ერთი მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკიდანთანასწორობის საკითხების გაქრობამ და მეორე მხრივ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკურსის ცვლილებამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.

თანასწორუფლებიანობის იდეას საფუძველს აცლიდა 2024 წელს ხელისუფლების მიერგადადგმული ნაბიჯები. დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებით, არასამთავრობო დასაზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული რეპრესიებით,განსხვავებული მოსაზრების დევნის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პირობებში,დღის წესრიგიდან გაქრა ის გამოწვევები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვასოციალურ ჯგუფს აწუხებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით1, საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება; განსაკუთრებით მათი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაში კრიტიკულ როლს ასრულებდნენ. კანონის ინიცირებას თან სდევდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიები; მათ შორის, სახელისუფლებო მედიასაშუალებების გამოყენებით. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების უმრავლესობა, სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება, კანონის მოქმედება განსაკუთრებით მძიმედ აისახება თანასწორობის მდგომარეობაზე.

მოგვიანებით, საქართველოს კანონით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“2 და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, ინსტიტუციონალიზებული იქნა პოლიტიკური ჰომოფობია და გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა. ამასთან, შეიზღუდა ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების რიგი ფუნდამენტური უფლებები; მათ შორის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, დასაქმების, განათლების, ინფორმაციის თავისუფლების, შეკრების და გამოხატვის მიმართულებით. განათლების სფეროში დაწესებული შეზღუდვები, კერძოდ, საგანმანათლებლო პროცესიდან სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხების გაქრობა საფრთხეს უქმნის სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების განათლების მნიშვნელობას, როგორებიცაა ექიმები, იურისტები და სხვა.

საჯარო დისკურსში სულ უფრო მეტად დომინირებს ნარატივები, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გარიყვას და სტიგმატიზაციას, რაც კიდევ უფრო აზიანებს თანასწორობის, მრავალფეროვნების და ტოლერანტობის პრინციპებს. სიძულვილის ენამ და დისკრიმინაციულმა რიტორიკამ, რომელსაც ხშირად იყენებენ საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, კიდევ უფრო გააღრმავა მტრული გარემო; განსაკუთრებით, ლგბტქი+ პირებისთვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის მექანიზმების რღვევა, რაც სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობდა კრიტიკა სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ჯგუფების არსებითი მონაწილეობის გამოწვევების შესახებ, დიალოგისა და თანამშრომლობის არსებული პროცესების გაუქმებამ, შეარყია ნდობა და ძირი გამოუთხარა კოლექტიური ძალისხმევის იდეას სისტემური დისკრიმინაციის წინააღმდეგ. რამაც, თავის მხრივ, შეაჩერა თანასწორობის მიღწევისკენ მიმართული ყველა მნიშვნელოვანი პროცესი.

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია 2024 წელს საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის მიმოხილვა, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სოციალური გამოწვევების მიმართულებით. ანგარიშის მიზანია შეაფასოს თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და წარმოადგინოს ქმედითი რეკომენდაციები, ერთობლივი ძალისხმევისთვის ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების და თანასწორობის მიღწევისთვის.

გაეცანით სრულ ანგარიშს ბმულზე:
თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში 2024



1 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი. 2024. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0

2 საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ 2024. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283110?publication=0