search close
picture კვლევა

შეცვლილი მშობლობა - ქვიარ ადამიანების მშობლების სათქმელი: კოლექტიური დარდი და ძლიერება

29 სექტემბერი 2025

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ორ დეკადაზე მე­ტია მუშაობს ქვიარ საკითხებზე საქართველოში. ჰომო/ბი/ტრანსფობიის მრავალშრიანობისა და დინამიური ხასიათის გააზრებას ეფუძნება ორგა­ნიზაციის პროგრამული საქმიანობა სტრატეგიული სამართალწარმოების, თემის გაძლიერების და გენდერის და სექსუალობის შესახებ ცოდნის შექ­მნის მიმართულებით. ჰომო/ბი/ტრანსფობიური განწყობების კომპლექ­ სურობაზე მიუთითებს ადგილობრივი ქვიარ თემის გამოცდილებებისა და საჭიროებების, ასევე ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი განწყო­ ბების ცვლილებების კვლევა და ანალიზიც.

საზოგადოების უმრავლესობა დღემდე მიიჩნევს, რომ ჰომო/ბი/ტრან­ სფობია მხოლოდ ლგბტქი თემის წევრებზე აისახება და გავლენას არ ახდენს მათ გარემოცვასა და ურთიერთობაზე მიკრო სოციალურ დო­ნეზე. თუმცა, რეალობა აჩვენებს, რომ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობებით მოტანილი ზიანი გაცილებით ფართოა და ხშირად ისეთ ინტიმურ სივრცეებშიც აღწევს, როგორიცაა მშობლისა და შვილის ურ­ თიერთობა.

პატრიარქალური საზოგადოება ხშირად მორალურ პასუხისმგებლობას სწორედ ქვიარ ადამიანების ოჯახსა და მშობლებს აკისრებს „არასწორი აღზრდის გამო. მშობლების ნაწილი ამ განწყობების ინტერნალიზებას ახდენს და დაუსრულებლად ეძებს კითხვებზე პასუხს, „სად დაუშვა შეც­დომა. ისინი, ვინც ღიად უჭერენ მხარს საკუთარ შვილებს, თავადაც შე­იძლება გახდნენ ბულინგის, გარიყვისა თუ ძალადობის მსხვერპლნი საზო­გადოების მხრიდან.

არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ათწლეულზე მეტია, ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცეს ქმნის ლგბტქი ადამიანთა მშობლებისთვის. ეს ურ­თიერთმხარდამჭერი სივრცე არა მხოლოდ გამოცდილების, ცოდნის, ინ­ფორმაციის და ემოციის გაცვლის ადგილია, არამედ საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცნენ როგორც შვილების­თვის, ისე ერთმანეთისთვის.

არსებული პოლიტიკური ჰომოფობიის პირობებში, ურთიერთზრუნვის და სოლიდარობის სივრცეების გაფართოებას განსაკუთრებული მნიშვნე­ლობა ენიჭება. ჩვენთვის გამორჩეული ძალისა და დატვირთვის მატარე­ბელია ქვიარ ადამიანების მშობლების ხმა. სწორედ ამიტომ გადავწყვი­ტეთ მათი გამოცდილების გაზიარება უფრო ფართო საზოგადოებისთვის წინამდებარე კვლევის მეშვეობით.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მკვლევარს, გიგა კარაპეტიანს, რომელიც განსაკუთრებული პროფესიული ეთიკურობით მიუდგა ამ სა­კითხს და შეძლო, მოეხელთებინა ქვიარ ადამიანთა მშობლების უნიკალუ­რი გამოცდილებები.

ვფიქრობთ, წინამდებარე კვლევას გარდამქმნელი პოტენციალი აქვს და საინტერესო იქნება არა მხოლოდ მკვლევრებისა თუ ცვლილებებზე მომუ­შავე ინსტიტუციებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.

შეცვლილი მშობლობა - ქვიარ ადამიანების მშობლების სათქმელი: კოლექტიური დარდი და ძლიერება