საქართველოში ქვიარ საკითხები, სხვა სენსიტიურ თემებთან ერთად, საჯარო დისკურსში შემოტანიდან დღემდე, მუდმივად რჩება პოლიტიკუ რი ინსტრუმენტალიზაციის ობიექტად. ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს, როგორც თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების დინამიკა ზე, ისე მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობაზე. ასეთი რყევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე მუდმივი რეფლექსია და ცოდნის კვლავწარმოება. ამდენად, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) უკვე წლებია კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას საზოგადოების ტრანსფორმაციისა და ქვიარ თემის გაძლიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მოიაზრებს.
დღეისათვის, როდესაც სოციოპოლიტიკური კრიზისი, ჰომო/ბი/ტრანსფობიული და ნარკოფობიული დამოკიდებულებები და პოლიტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია, დამოკიდებულებებსა და სტიგმაზე მუშაობა მხოლოდ საჯარო ჯანდაცვის საკითხი არ არის – ეს არის სოციალური და პოლიტიკური სამართლიანობის მოთხოვნა. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვიარ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობისა და ადიქციის გამოცდილების თანაკვეთის სიღრმისეული ანალიზი. ფემინისტური მიდგომები და კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიური ჩარჩო საშუალებას გვაძლევს ტრანსფორმაციული ძალა შევძინოთ იმ მტკივნეულ გა მოცდილებებსა და შინაარსებს, რომელთაც სისტემა მიზანმიმართულად აუფასურებს.
WISG-ის მიერ დღემდე ჩატარებული კვლევები, რომლებიც ქვიარ თემში ძალადობისა და დისკრიმინაციის გამოცდილებებს სწავლობს, აჩვენებს თვითდესტრუქციული და სარისკო ქცევების არსებობის მყარ ტენდენციებს. თუმცა, ამ კვლევების მეთოდოლოგია არ იძლეოდა მონაცემების განზოგადების საშუალებას და გვაჩვენებდა მხოლოდ ზოგად კორელაციას თვითდესტრუქციულ ქცევებსა და უმცირესობის სტრესს შორის.
წინამდებარე კვლევა ფემინისტური პერსპექტივიდან უღრმავდება საკითხს, გამოკვეთს მის მრავალშრიანობას და შემოაქვს სხეულებრივი, ეიბლისტური და ზრუნვითი განზომილებები, რაც მას უნიკალურს ხდის ქართული აკადემიური სივრცისთვის. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მკვლევართა გუნდს გაწეული შრომისთვის, რომლებმაც შეძლეს ამ სენსიტიური საკითხის სხვადასხვა განზომილების კომპლექსური ანალიზის შემოთავაზება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა გახდება მნიშვნელოვანი რესურსი როგორც პროფესიონალებისთვის, ისე აქტივისტებისთვის და გახსნის გზებს, რომ სტიგმის შემცირებისკენ მიმავალი ცვლილებები რეალურად შესაძლებელი გახდეს.
საჯარო ტკივილის ფრაგმენტები ადიქციაზე - თხრობა ფემინისტური პერსპექტივიდან