საქართველოში არსებული არასტაბილური სოციოპოლიტიკური გარემო, ჰომო/ბი/ტრანსფობიის კომპლექსური ხასიათი და მისი პოლიტი კური ინსტრუმენტალიზაცია, საჭიროებს თემისა და გარემოს შესახებ არსებული ცოდნის მუდმივ კვლავწარმოებას. სწორედ ამიტომ, უკვე წლებია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", ველზე მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას. არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ჰოლისტური მიდგომისა და ეფექტიანი ადვოკატირების სტრატეგიის შესამუშავებლად, ორგანიზაციის კვლევებისა და განათლების მიმართულება ცდილობს აღწეროს და გაანალიზოს გარემო და შექმნას ფემინისტურ მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნა თემის გამოცდილებების შესახებ.
თემთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ქვიარ ადამიანების ქვეყნიდან გადინების დინამიკა მუდმივად მზარდია. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბოლო წლებში ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურებამ და ჯგუფურმა თავდასხმებმა ქვიარ ადამიანებსა და ორგანიზაციის ოფისებზე, მმართველი პარტიის მხრიდან ღიად გაკეთებულმა ქსენოფობიურმა განცხადებებმა და ჰომო/ბი/ტრან სფობიის ინსტიტუციონალიზაციამ. ცალკეულ შემთხვევებზე მუშაობამ აჩვენა, რომ მტრული გარემოსა და ძალადობის პერსონალური გამოცდილების გარდა, თემის წევრს შესაძლოა უბიძგებდეს ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკურეკონომიკური გარემო და სოციალური ფაქტორებიც.
აღსანიშნავია, რომ ხშირად ქვეყნიდან წასული ქვიარ ადამიანები ინარჩუნებენ კავშირს ორგანიზაციასთან და თემთან, იქნება ეს დისტანციურად სერვისის მიღება, თანამშრომლობა სხვადასახვა ფორმით, თუ ურთიერთმხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ მიზეზების ანალიზი, რომლებიც უბიძგებენ ქვიარ ადამიანს ემიგრირდეს, არამედ იმის ცოდნაც, თუ რა დაბრკოლებებს აწყდება ის მიმღებ ქვეყანაში თავისი მოწყვლადობის გამო.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მკვლევარს ნატალია მჭედლიშვილს გაწეული შრომისთვის, რომელმაც თავი მოუყარა უნიკალურ მასალას და ქვიარ ემიგრაციის ემოციურ, სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებების კომპლექსური ანალიზი შემოგვთავაზა.
ვიმედოვნებთ, რომ კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ზოგადად ემიგრაციის სტატუსთან გენდერის და სექსუალობის სა კითხების ინტერსექციის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებაში, არამედ დაეხმარება ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს როგორც სისტემურ გამოწვევებზე პასუხების ძიების პროცესში, ასევე საკითხთან მიმართებით ადვოკატირებისას შესაბამისი პრიორიტეტების ასახვაში.
სხვადყოფნა და დაპირებული თავისუფლების ფასი: საქართველოს ქვიარ ემიგრაციის კვლევა