„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ გამოსცა CEDAW კომიტეტისთვის მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია, რომელიც ასახავს ლბტ ქალთა მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში მომზადდა და გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.
სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველი უკვე ჩართულია ადამიანის უფლებათადაცვით სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა და რეკომენდაციებში. ლბტ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 1994 წელს მოახდინა. 2001 წლამდე CEDAW კომიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ქალთა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 2008 წლიდან კი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ლბტ ჯგუფთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებს.
ანგარიში ეფუძნება საქართველოში ლბტ ქალთა უფლებათა დარღვევების შესახებ WISG-ის მიერ დოკუმენტირებულ მასალებს, ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფის შედეგებს ლბტ ჯგუფის წევრებთან, ინტერვიუებს ლგბტ და მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სპეციალისტებთან, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან. ანგარიშში ასევე გამოყენებულია WISG–ის მიერ 2003, 2006, 2007-10, 2011 წლებში ჩატარებული მედიაკვლევები, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის COWI–ის ერთობლივი ანგარიშები ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში (საკანონმდებლო და სოციოლოგიური ანალიზი. 2010).
ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ლბტ ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ქართულენოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე