search close
picture ანგარიში

საქართველოს მეექვსე ანგარიში ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული ვერსიის) იმპლემენტაციის შესახებ (2014)

23 ივნისი 2014

საქართველოს მეექვე ანგარიში წარდგენილია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG), "ტრანსგენდერი ევროპისა" და "ილგა-ევროპის" მიერ ევროპის სოციალური ქარტიის შესწორებული ვერსიის იმპლემენტაციის შესახებ, 11-ე მუხლთან - ჯანმრთელობის დაცვის უფლება - მიმართებაში.

ანგარიშში წარმოდგენილია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების ხელმისაწვდომობისა და გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის აუცილებელი სამედიცინო ჩარევების ანალიზი. ამასთანავე, ანგარიშში შედარებული და გაანალიზებულია საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით.

იხილეთ ბმულზე ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მეექვსე ანგარიში.