search close

დიალოგი ეკოფემინიზმზე: გარემო და სოფლად მცხოვრები ქალები

14 ივლისი 2019

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი საუბრობს ეკოფემინისტურ თეორიასა და მოძრაობაზე, და იმ ავტორებზე, რომელთა ნაშრომებმაც ბუნებასთან და საცხოვრებელ გარემოსთან ადამიანის ურთიერთმიმართების ანალიზისას ფემინისტურ მიდგომას ჩაუყარეს საფუძველი.

მარიამ ვაწაძე, აქტივისტი "ახალგაზრდა მწვანეებიდან", საქართველოს რამდენიმე სოფლის მაგალითზე გვიყვება, როგორ მძიმედ აისახება გარემოსადმი უგუნური და მავნებლური პოლიტიკა ქალთა ყოველდღიურ ყოფაზე და ქალთა ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვენლობაზე ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისას.

WISG მხარს უჭერს სამართლიან მოთხოვნას დიღმის ტყის სარეკრეაციო ზონად შენარჩუნების შესახებ და უერთდება საპროტესტო აქციას, რომელიც 14 ივლისს, 18:00 საათზე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება!