*ფილმი შეიცავს უხამს გამონათქვამებს*
„სიყვარულის სახელით“ მოკლემეტრაჟიანი ფილმია ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც შეყვარებული ემოციურად აკონტროლებს. პერსონაჟი ცდილობს სიყვარულის და დამოუკიდებლობის სურვილი ერთმანეთს მოარგოს. ამ პროცესში კი, სიყვარულის სახელით გამართლებულ ძალადობას ამხელს.
ფილმის პრემიერა ფემინისტური ფილმების ფესტივალზე
როზადან სიმონამდე 10: ფემინისტური პოლიტიკა - სხეულების და ადგილების ავტონომია
გაიმართა.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი:
იდეა და სცენარი: ნუკრი ტაბიძე
რეჟისურა და მონტაჟი: შოთა (ზამზა) იმნაძე
ლაინ პროდიუსერი: ბასა ხარაზი
კამერა და განათება: ალექსანდრე იაკობაშვილი
ხმის დიზაინი და გრაფიკა: ვინდა ფოლიო
ასისტენტი: ირინა ბურდული
მონაწილეობენ: ანა ტურიაშვილი, შორენა ვაშაძე, ლუკა მოდებაძე
ლილი მამულაშვილი, ანა მაისურაძე
ედგარ ბოუ ლინჩი (კატა)
განსაკუთრებული მადლობა: თამარ მარგველაშვილს
ფილმი მომზადდა WISG-ის სტუდენტური სემინარების პროექტის "განსხეულების პოლიტიკა" ფარგლებში.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია ნუკრი ტაბიძე.
პროექტის მხარადამჭერია ნორვეგიის ჰელსინიკის კომიტეტი