search close

მიწა-წყალი

8 მარტი 2021
"ასე მგონია, რომ აქ ვარ მთელი სამყაროს მფლობელი, აქაურობის მეფეც, დედოფალიც. ყველაფერი ჩემია. მთაც, მიწაც, წყალიც. ცაც, დღეც და ღამეც." - მაკა სულაძე
პროექტი “მიწა-წყალი” აერთიანებს ორ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მიწასა და წყალზე, რიონის ხეობასა და მის მაგიურ ეკოსისტემაზე. ფილმის მთავარი გმირი, მაკა სულაძე, სოფელ მექვენას ერთადერთი მოსახლეა, რომელმაც საკუთარი მიწა არ მიჰყიდა რიონის ხეობაში უკანონოდ მშენებარე ნამახვან-ჰესის პროექტს და დღემდე იბრძვის მის წინააღმდეგ. ფილმი გვიყვება მიწა-წყალზე - სამყაროზე, სადაც მაკა ცხოვრობს და რომელიც არ ეთმობა.
ავტორები: ნინო გოგუა, ეკა წოწორია.
ფილმების ჩვენება შედგა ფემინისტური ფილმების ფესტივალზე როზადან სიმონამდე 10: ფემინისტური პოლიტიკა - სხეულების და ადგილების ავტონომია.
ფილმები შექმილია მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით, პლატფორმა არტიფის ფინანსური მხარდაჭერით.