ტყის ვარდი - ტრანს აუდიო გასეირნება მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი WISG-ის პროექტია, რომელიც ტრანს ხსოვნის დღის აღსანიშნად შეიქმნა.
პროექტის ფარგლებში, მარაიკე ვენცელმა ტრანს თემის წევრებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, ხმის დიზაინერ ანა ჯიქიასთან ერთად შექმნა აუდიო გასეირნების კონცეფცია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილთან ნარატივებსა და ამბებს აკავშირებს.
აუდიო გასეირნების მონაწილეებს საშუალება აქვთ ქალაქს განსხვავებული პერსპექტივით შეხედონ, გადაიაზრონ საკუთარი აღქმა და გამოიწვიონ საკუთარი წინასწარგანწყობები და სტერეოტიპები.
ტრანს აუდიო გასეირნება გაგრძელებაა WISG-ის და მარაიკე ვენცელის თანამშრომლობის მრავალწლიანი პროცესის, რომელიც 2013 წელს დაიწყო. გასულ წელს მარაიკესთან ერთად ტრანს აქტივისტების მონაწილეობით პერფორმანი „ღამე და დღე“ წარმოვადგინეთ.