ძველი თბილისის მემატიანეს, იოსებ გრიშაშვილის მდიდარ არქივში ერთი უნიკალური ფოტო ინახება - ქალი, ყარაჩოღლის ქამრით. მის შესახებ ცნობები მითებსა და ტყუილ-მართალშია გაბნეული. თბილისელები მას ქამრიან სონას ეძახდნენ. სონას პერსონაჟის გაცოცხლება საინტერესოა, რამდენადაც ის XIX საუკუნის თბილისში მკაცრად მასკულინური კულტურული ჯგუფის წევრად გვევლინება და გამოწვევას უცხადებს სოციალურ ურთიერთობებში არსებულ გენდერიზებულ ნორმებს.
იდეა: ნინო ხარჩილავა
სცენარი: ნინო კალანდია
პროდიუსერი: ნათან გულიაშვილი
რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი მასხარაშვილი
პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი კვანტალიანი
ანიმატორი: ირაკლი ყურაშვილი
მხატვარი: გიორგი მასხარაშვილი | ლიკა გურგენიშვილი
პერსონაჟის დიზაინი: ანუკ ბელუგა
ვიდეო ოპერატორი: სალომე საღარაძე
ნარატორი: ლამარა გუგუნავა
ხმის მონტაჟი და დიზაინი: იაკობ კვაჭაძე
ფერი: ირაკლი ყურაშვილი
განსაკუთრებული მადლობა: ლელა გაფრინდაშვილს, ეკა აღდგომელაშვილს, იოსებ გრიშაშვილის მუზეუმს და ნოდარ გრიგოლაშვილს.
ანიმაციური ფილმი "ქამრიანი სონა" მომზადებულია რეგიონული კოალიცია Eastern European Coalition for LGBT+ Equality-ის კამპანიის ფარგლებში და აგრძელებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ანიმაციური პროექტების სერიას, რომელიც საქართველოს ისტორიაში, ლეგენდებსა და თქმულებებში არანორმატიული ქალების ცხოვრებას იკვლევს.
იხილეთ სერიის პირველი ანიმაციური ფილმი: "ქალგმირები (3 ამბავი)"