search close

სალომე შიუკაშვილი, გიორგი კანკია - ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე (ფემინისტური ფორუმი, 2022)

25 იანვარი 2023
სალომე შიუკაშვილი, გიორგი კანკია - ქვიარ ტრავმა დაქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება (კვლევის პრეზენტაცია) 

ქართულ საჯარო სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა როგორც იმას, თუ როგორ აისახება აქტივიზმის  სხვადასხვა ფორმა ქვიარ თემის წარმომადგენლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე დაგროვილი ტრავმული გამოცდილებების ქრონიკულ ხასიათს. 

ყურადღების მიღმა რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქციაც იმ ურბანულ გარემოსთან, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, მუშაობა და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. კვლევა, რომელიც ქვიარ ადამიანებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობა და მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს ტრავმული შემთხვევების კონტექსტში განიხილავს, აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. 

ერთი მხრივ, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინს და წარმოსახვითი თუ რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად, ქვიარ ადამიანები თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ გარშემო არსებულ ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ასე იკვეთება უსაფრთხო სივრცის, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური, მუდმივად ცვლადი ხასიათი, რასაც ისინი სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას მიმართავენ.  

პრეზენტაცია ჩაწერილია ფემინისტურ ფორუმზე, რომელიც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ორგანიზებით 2022 წლის 6-9 ოქტომბერს გაიმართა.

მოდერატორი: მანანა მალაღურაძე

ფორუმის სხვა სესიების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე:

Facebook: @WISG.org 
Instagram: @thisiswisg