სადისკუსიო პანელზე ქალაქისა და საჯარო სივრცის მკვლევრებთან, ნანო ზაზანაშვილთან, თიკო ხომერიკთა და თათა ვერულაშვილთან ერთად განვიხილეთ ურბანული და ქალთა საკითხების ურთიერთკავშირი. კერძოდ, რა სტრუქტურული ფაქტორები განაპირობებენ ურბანულ წესრიგს და როგორ განსაზღვრავს თავად ქალაქი ჯგუფებისა და ინდივიდების გამოცდილებას; ვიმსჯელეთ, რა ტრანსფორმაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ურბანულ პოლიტიკასა და მოქალაქეთა (თანა)ცხოვრებაზე სპეციფიკურად ქალთა გამოცდილების გათვალისწინებას.
პანელის მოდერატორი: ნატალია მჭედლიშვილი
დისკუსია ჩაწერილია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებულ ფემინისტური ფორუმის ფარგლებში, რომელიც 2022 წლის 6-9 ოქტომბერს გაიმართა.
ფორუმის სესიების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე:
Facebook: @WISG.org
Instagram: @thisiswisg