search close

ფემინისტური ფორუმი 2022

10 იანვარი 2023
გთავაზობთ ფემინისტური ფორუმის პირველი გამოშვების ვიდეო-მიმოხილვას.

ფემინისტური ფორუმი 2022 წლის 6-9 ოქტომბერს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ორგანიზებით, თბილისში პირველად ჩატარდა.

ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან აკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს.

ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფორუმის სესიების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე:

Facebook: WISG.org 
Instagram: thisiswisg