30 აპრილს ქვიარ დების გარბენი დაბრუნდა და მონაწილეებმა ირბინეს ჩვენი უფლებისთვის ქალაქზე!
ქვიარ დების გარბენი ყოველწლიური მარათონია, რომლის მიზანია ყურადღება მივაპყროთ ჩვენს სოციო-ეკოლოგიურ გარემოს და იმ ფაქტორების ურთიერთმიმართებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სხეულებსა და სოციალურ ურთიერთობებს.
ქვიარ დების გარბენი სიმბოლური ხასიათისაა და ის გამოწვევების არა ინდივიდუალური გამარჯვებით, არამედ კოლექტიური მობილიზებით გადალახვის იდეას ემყარება.
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან” ერთად, წლევანდელი გარბენის თანაორგანიზატორი იყო “ლესბივენთსი”.
ქვიარ დების გარბენი ჩატარდა კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციური ფემინიზმი?”
#ქვიარსიყვარულიგარემოს #queerlovearound
#გადაკვეთისწერტილები #ინტერსექციურიფემინიზმი