ინსტიტუციური ძალაუფლების ანალიზი - როგორ იცვლებოდა სახელმწიფოს, ეკლესიისა და სხვა ძალაუფლებრივი ჯგუფების პოლიტიკა და რიტორიკა ქვიარ თემის წინააღმდეგობრივი მობილიზებისა და თანასწორობის ადვოკატირების საპასუხოდ
12 ივნისი 2023
წარმოგიდგენთ კონფერენციის „ჰომოფობიით მანიპულირება: პოპულიზმი, საზოგადოება და ქვიარ წინააღმდეგობა საქართველოში“ პირველი პანელის ჩანაწერს.
ინსტიტუციური ძალაუფლების ანალიზი - როგორ იცვლებოდა სახელმწიფოს, ეკლესიისა და სხვა ძალაუფლებრივი ჯგუფების პოლიტიკა და რიტორიკა ქვიარ თემის წინააღმდეგობრივი მობილიზებისა და თანასწორობის ადვოკატირების საპასუხოდ.
მონაწილეები საუბრობენ 2013 წლის 17 მაისსა და მის შემდგომ, ამ 10 წლის მანძილზე, განვითარებულ მოვლენებზე და აფასებენ მას სხვადასხვა ჯგუფებისა და ძალაუფლებრივი ვერტიკალების ჭრილში. განიხილავენ პოლიტიკურ ჰომოფობიას, რომელიც ბოლო წლებში გაძლიერდა და იმას, თუ როგორ იყენებენ მას ძალაუფლებრივი ჯგუფები თავისი გავლენების გასაფართოებლად. ასევე საუბარია სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ ლგბტქ ჯგუფის მხარდაჭერით ინსტრუმენტალიზებაზე.
მოდერატორი: თამარ ცხადაძე
მომხსენებელი: თამთა მიქელაძე, ბაია ჯანელიძე